`ერობა~

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`ერობა~, ორკვირეული ჟურნალი, ერობათა კავშირის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1920–21. გამოვიდა 16 ნომერი. თითოეული მათგანი შედგებოდა 28–32 გვერდისაგან. ჟურნალში იბეჭდებოდა სტატიები აგრონ., ვეტ., სამედ., სასკოლო სტატისტ., ეკონ. და ერობის საკითხებზე (`საერობო თვითმმართველობის კანონპროექტი~ და ცალკეულ სამაზრო ერობათა ანგარიშები). მისი მიზანი იყო ერობის საქმიანობის პრაქტ. საკითხების გაშუქება მთავრობის თვალსაზრისით. `ე-ის~ პირველი ორი ნომერი გამოსცა სარედაქციო კოლეგიამ, შემდეგ რედაქტორები იყვნენ გ. ლორთქიფანიძე და პ. საყვარელიძე. ი. ლორთქიფანიძე.