`თავისუფალი სვანეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თავისუფალი სვანეთი”, ზემო სვანეთის უბატონო თემებისათვის მეფის რუსეთის ადმინისტრაციის მიერ შერქმეული ერთობლივი და პირობითი სახელწოდება, რიც სვანურად არ არსებობს და არ ასახავს არც ისტ. და არც სოც. შინაარსს. გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1853 ზემო სვანეთი (ცენტრი – სოფ. ლალხორი), მეფის რუს. ხელისუფლებას დაემორჩილა. `თ. ს.” ტერიტორიულად მოიცავდა მდ. ენგურის ზემო დინების აღმ. ნაწილს ბალის ქედიდან უშგულის ჩათვლით, ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, მუჟალის, წვირმის, იფარის, ჰადიშის, კალისა და უშგულის თემებს. სვანეთის ამ ნაწილში ცხოვრობდნენ (ან რეზიდენცია ჰქონდათ) სვანეთის ერისთავები – ფარჯანიანვარდანიძემარუშიანები და გელოვანები. აქვე სახლობდნენ სვანეთის ცნობილი აზნაურები (`ვარგები”) – ჩარკვიანები, ყიფიანები, გოშთელიანები, ჯაფარიძეები, ქურდიანები, ჟორჟოლიანები, დევდარიანები და სხვ., რთაც თავის დროზე არაერთი (პოლიტ.ეკონ. და უფლებრივი) პრივილეგია ჰქონდათ, ამასთან, ფლობდნენ შინაყმებსა და ჰყავდათ ვალდებული გლეხები. წყარო: სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. 2, თბ., 1941 (პ. ინგოროყვას გამოც.). ლიტ.: გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, თბ., 1925; გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973; მისივე, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1979; ჩარკვიანი ა., სვანეთი, თბ., 1967. გ. გასვიანი.