`თავისუფლება”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თავისუფლება”, რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება [ინგლ. Radio Free Europe, Radio Liberty (RFE/RL)], აშშის კონგრესის მიერ 1949, `ცივი ომის” პერიოდში, დაარსებული და დაფინანსებული კერძო, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია, რიც მიზნად ისახავდა `რკინის ფარდის” მიღმა მდებარე ქვეყნებისთვის მიუკერძოებელი, ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის მიწოდებას. `თ-” მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური ხელისუფლების დამხობასა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრ. ფასეულობების დამკვიდრებაში. 1949–95 მისი სათავო ოფისი მიუნხენში მდებარეობდა, 1995ის შემდეგ კი პრაღაში გადავიდა. პრაღის სათავო ოფისის გარდა, `თს” აქვს 19 ადგილობრივი ბიურო სამაუწყებლო რეგიონის ქვეყნებში, მ.შ. საქართველოში; კორპორაციული შტაბბინა – ვაშინგტონში. მაუწყებლობს 21 ქვეყანაში 28 ენაზე. `თში” დასაქმებულია 400-ზე მეტი შტატიანი და 750-დე შტატგარეშე ჟურნალისტი. `თ-ის” ქართ. სამსახურის პირველი გადაცემა ეთერში გავიდა 1953 წ. 3 მარტს.