`თავისუფლების ლიგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თავისუფლების ლიგა” (იგივე `საქართველოს თავისუფლების ლიგა”), ერთერთი პირველი ქართული ეროვნულპოლიტიკური, მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაცია და პირველი პოლიტიკური დაჯგუფება, რმაც წამოაყენა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ლოზუნგი ჯერ კიდევ XIX ს. 90იანი წლების დამდეგს. ორგანიზაცია შეიქმნა 1892, თუმცა მისი დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1890 რუსეთის იმპერიის უმაღლ. სასწავლებლების ქართვ. სტუდენტთა წრეების საერთო შეთანხმებით. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ვარშავის, კიევის, პეტერბურგის, მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის უმაღლ. სასწავლებლების ქართვ. სტუდენტები. `თ. ლის” დამფუძნებლები იყვნენ შემდგომში ეროვნ.განმათ. მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწენი: გ. გვაზავა, გ. დეკანოზიშვილი, ა. ჯორჯაძე, თ. სახოკია, ი. ფანცხავა, ნ. ჯაყელი, მ. ხელთუფლიშვილი, ვ. ღამბაშიძე, ი. ელიაშვილი და სხვ. ლიგის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა 1892 წ. 26–29 ივნ. ქუთაისში, დ. მიქელაძის და მ. ხელთუფლიშვილის ბინებზე, აგრეთვე ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში. ორგანიზაციის დაფუძნებას აქტიურად უჭერდნენ მხარს ქუთაისის იმდროინდ. მოწინავე საზბის თვალსაჩინო წარმომადგენლები: დ. ლორთქიფანიძე, ს. ხუნდაძე, დ. მიქელაძე და სხვ. მისი დაფუძნებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა შემდგომში გამოჩენილი იურისტი ლ. ანდრონიკაშვილი. დაფუძნებისთანავე `თ. ლის” ერთერთ უმთავრეს ამოცანად საქართველოს ეროვნ.სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა იქნა დასახული. ამ მიზნით ლიგის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფართო ახსნაგანმარტებით მუშაობას მოსახლეობაში. ლიგის საქმიანობის ერთერთი აუცილებელი მომენტი იყო მჭიდრო კონტაქტების დამყარება რუსეთის მიერ დაყმევებულ იმ ერებთან, რებიც ასევე იბრძოდნენ სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირეთის ხალხებთან. დამფუძნებელ ყრილობაში მონაწილეობა მიიღო 20მა დელეგატმა. 1893 თბილისში ჩატარდა ლიგის მეორე ყრილობა. ლიგის პროგრამა და წესდება ცხადყოფს, რომ `თ. ლის” მესვეურნი აგრძელებდნენ იმ ეროვნ.პოლიტ. ხაზს, რსაც სათავე დაუდეს ქართველმა 60იანელებმა ი. ჭავჭავაძის თაოსნობით. ორგანიზაციის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა: 1893 გაზაფხულზე და ზაფხულში ჟანდარმერიამ დააპატიმრა ლიგის ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი. ოფიც. გამოძიება, რსაც წარმართავდა ქუთაისის გუბ. ჟანდარმთა სამმართველო, გაგრძელდა 1896 დამდეგამდე. მიუხედავად მეტად ხანმოკლე ისტორიისა, `თ. ლმ” უდიდესი გავლენა იქონია საქართველოს მთელ შემდგომ ეროვნ.განმათ. მოძრაობაზე. მისმა აქტიურმა წევრებმა მოგვიანებით (1901) შეადგინეს საქართვ. სოც.ფედერალისტთა პარტიის ძირითადი ბირთვი. ლიგის ყოფ. წევრთა ნაწილის აქტ. მონაწილეობით კი 1917 დაარსდა საქართველოს ეროვნ.დემოკრ. პარტია. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა არასწორად წარმოეჩინა `თ. ლის” იდეოლოგიური საფუძვლები – თითქოს ეს იყო ახალგაზრდობის ფარული `რევოლუციურრაზნოჩინური” ორგანიზაცია და იგნორირებას უკეთებდა ლიგის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საარქივო დოკუმენტებს. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწ. საისტორიო არქივი, ფ. 157, აღწ. 1, საქ. 430; იგივე არქივი, ფ. 12, აღწ. 13, საქ. 438. ლიტ.: ბენდიანიშვილი ალ., ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801–1921, თბ., 1980; გიორგაძე გრ., საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე. 1864–1905, თბ., 1928; ურუშაძე ლ., გ. დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის (`საქართველოს თავისუფლების ლიგა” და ქართველ სოციალფედერალისტთა პარტია. 1890–1906), «საისტორიო ვერტიკალები», 2007, #13; შველიძე ზ., რევოლუციური ორგანიზაცია `თავისუფლების ლიგა”, თბ., 1969. ლ. ურუშაძე.