`თაზქირათ ალმულუქი”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თაზქირათ ალ-მულუქი” (სპარს. `ხელმწიფეთა სამახსოვრო”), კანონთა კრებული, შედგენილია დაახლ. 1725 (ირანში ავღანელთა ბატონობის დროს) ანონიმი ავტორის, სეფიანთა ერთერთი მოხელის მიერ ავღანეთის ხელისუფალთა დავალებით. ავღანელებს არ ჰქონდათ სახელმწ. მართვაგამგებლობის გამოცდილება, ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ, დაყრდნობოდნენ სეფიანთა სახელმწიფოში მოქმედ კანონებს. `თ. ალ-მში” მოცემულია სეფიანთა სახელმწ. კარის მოხელეთა, პროვ. გამგებელთა და დედაქალაქ ისპაანის მოხელეხელისუფალთა უფლებამოვალეობანი. მასში არის ცნობები `გურჯისტანის” ვალის, ქართლის, კახეთის და თბილ. მმართველის, ისპაანის ტარუღას (1618–1872 ქართველები იყვნენ), სასახლის ქართვ. ღოლამების ნაწილის დასაჭურისებისა და მათგან ყველაზე ღირსეული ხოჯების ასისთავად დანიშვნის შესახებ. `თ. ალმის” მიხედვით კახეთი, როგორც ხარკის გადამხდელი, მიწერილია ყარაბაღის საბეგლარბეგოზე. ლიტ.: გაბაშვილი ვ., სპარსული დასტურლამალი, {თსუ შრომები}, 1949, 30B; მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1958; კუცია კ., `თაზქირათ ალმულუქის” ცნობები საქართველოს შესახებ, {ქართული წყაროთმცოდნეობა}, [ტ.] 3, თბ., 1973; სურგულაძე ნ., სეფიანთა ირანის ცენტრალური მმართველობა, თბ., 1990; ­Tadhkirat-al-mu luk. A manul of Safarid administration, persan text in facsimile with translation and comnentary by V.Minorsky, L. 1943 დ. კაციტაძე.