`თანამედროვე მედიცინა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თანამედროვე მედიცინა”, ქართული სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალი, რსაც 1924იდან გამოსცემდა თსუის სამედ. ფაკტის უმც. მასწავლებელთა კოლეგიუმი (სარედაქციო კოლეგია: შ. მიქელაძე, პ. ქავთარაძე, მ. მგალობლიშვილი, ზ. მაისურაძე, ნ. ყიფშიძე). ჟურნალში ქვეყნდებოდა სტატიები თეორ. და პრაქტ. მედ. საკითხებზე; მიმოხილვები, კორესპონდენციები, რეფერატები, ბიბლიოგრაფიები; სამედ.სამეცნ. საზოგადოებათა სამეცნ. კონფერენციებისა და ექსპედიციების საქმიანობის ანგარიშები და ქრონიკები. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ თბილ. სახელმწ. უნტის სამედიცინო ფაკტის პროფესორები, ასისტენტები, ორდინატორები, თბილისსა და პერიფერიებში მომუშავე პრაქტიკოსი ექიმები. 1929იდან ჟურნალს გამოსცემდა უნტის სამედ. ფაკტი, ხოლო 1931 ჟურნალი სამედ. ინტის ორგანო გახდა. სხვადასხვა დროს რედკოლეგიაში შედიოდნენ პროფესორები: ა. ნათიშვილი, ვ. ჟღენტი, შ. მიქელაძე. 1934მდე გამოვიდა `თ. მის” 66 ნომერი, შემდეგ კი ფუნქციონირება შეწყვიტა. 2007 ფარმაცევტული კომპანია `ჯიპისის” ხელშეწყობით განახლდა ახ. ქართ. სამედ.პრაქტ. ჟურნ. `თანამედროვე მედიცინის” გამოცემა (მთ. რედაქტორი დ. ჯიქია). 2010 შეწყდა ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოცემა. 2010 წლის 23 თებერვალს დაარსდა ჟურნალის საიტი ­(www. modernpublishing.ge), სადაც განთავსდა ჟურნალის ყველა ნომრის ელექტრონული ვერსია (სულ 16 ნომერი).