`თანამედროვე ფარმაცია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თანამედროვე ფარმაცია”, ქართული სამეცნიერო და პრაქტიკული ჟურნალი, თბილ. სახელმწ. სამედიცინო ინტის ფარმაცევტული ფაკტის ორგანო. გამოდიოდა 30იან წლებში. პირველი და მეორე ნომერი გამოიცა 1930, მესამე – 1931. ჟურნალის რედაქტორი იყო ი. ქუთათელაძე, პასუხისმგებელი მდივნები – ნ. მასხულია და პ. ჭუმბურიძე. ჟურნალში იბეჭდებოდა სამეცნ. შრომები, რეფერატები, ისტ. ხასიათის მასალები, სამეცნ. ექსპედიციების ანგარიშები, ბიბლიოგრაფია ფარმაციის თეორ. და პრაქტ. საკითხებზე. ბ. ჭუმბურიძე.