`თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის მოდელური ფეხსაცმლის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), მსუბუქი მრეწველობის საწარმო. ამუშავდა 1972. 1996 ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზბა ამავე სახელწოდებით. სპეციალიზებული იყო მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმლის წარმოებაზე. საწარმოო სიმძლავრე შეადგენდა 500 ათ. წყვილ ფეხსაცმელს წელიწადში. მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე შემოტანილ ნედლეულზე. მზა პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მოკავშირე რესპუბლიკებში. 2003-იდან საწარმო პროფილით აღარ ფუნქციონირებს. თბილისის ნავთობის საბადოები, ნავთობის გამოვლინებები თბილისის მიდამოებში ძველთაგანვე იყო ცნობილი, რაც აისახა კიდეც ერთერთი უბნის (შუა საუკუნეებში საგარეუბნო სოფელი) ნავთლუღის სახელწოდებაში. `ტფილისის სამHრაღმოსავლით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღების”, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი (XVII ს.) თავის ნაშრომში `აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. ნავთობის გეოლ. კვლევა საქართველოში, მ. შ. თბილისში, დაიწყო XIX ს. 60-იანი წლებიდან, კავკ. სამთო სამმართველოს დაარსების შემდეგ. 1881 სამთო ინჟინერმა გ. გ. წულუკიძემ ძებნაძიებითი სამუშაოები ჩაატარა ნავთლუღის მიდამოებში. XX ს. 30იანი წლებიდან გეგმაზომიერ და სისტემ. გეოლ.საძიებო სამუშაოებს ატარებდა ტრესტი `საქნავთობი”. თბილ. მიდამოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე საბადო. თბილ. ნავთობაირიანი რნის საბადოების წილად მოდის საქართველოში 1930ის შემდეგ მთლიანად მოპოვებული ნავთობის უდიდესი ნაწილი. იხ. აგრეთვე სტ. ნავთობის საბადოები. ლიტ.: თბილისი. ენციკლოპედია, თბ., 2002. ვ. ზესაშვილი.