`თბილისის საპნის ქარხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის საპნის ქარხანა” (შპს), კვების მრეწველობის ერთერთი უძველესი საწარმო თბილისში. დაარსდა 1886 ფრანგი მეწარმის ტოლეს მიერ. საწარმო კუსტარული იყო, ხელით შრომაზე დაფუძნებული, დღეღამეში 300–500 კგ სარეცხის საპონს ამზადებდა. 1930–35 ჩატარდა ქნის რეკონსტრუქცია (სიმძლავრე გაიზარდა 4000 -მდე წელიწადში), ხოლო 1965–66 მოხდა მისი სრული გადაიარაღება, რის შედეგადაც საწარმოს წლიურმა სიმძლავრემ 14000 ტ მიაღწია. იგი საპნის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელი იყო საქართველოში და აღნიშნულ პროდუქციაზე მოსახლეობის მოთხოვნას 60–65%-ით აკმაყოფილებდა. 1991-მდე ქნა უწყვეტი – სამცვლიანი ციკლით მუშაობდა და ყოველწლიურად 12,5 ათ. ტ 72%-იან საოჯახო, 1,0 ათ. სამრეწვ.საფეიქრო საპონს და მლნმდე ცალ შამპუნს უშვებდა. 1996 განხორციელდა ქნის პრივატიზება და ჩამოყალიბდა როგორც შპს. 1998იდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს.