`თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), ავეჯის საწარმო თბილისში. შეიქმნა 1946, როგორც რკინიგზის უწყებრივი დაქვემდებარების სპეციალიზებული ავეჯის დამამზადებელი სახელოსნო, 1957იდან იგი გარდაიქმნა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ავეჯის დამამზადებელ სახელმწ. საწარმოდ; 1962იდან სპეციალიზებული იყო სასკოლო ავეჯის წარმოებაზე და ეწოდა `თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა”; 1970იდან დაემატა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებისათვის ავეჯის წარმოება. ამასთან ერთად საწარმო ამზადებდა საყოფაცხოვრებო ავეჯსაც. სხვადასხვა წლებში (1969–70; 1976–80; 2006–09) საწარმოში განხორციელდა რეკონსტრ. და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. მნიშვნელოვანი რეკონსტრ.გაფართოება მოხდა 1987 – ექსპლუატაციაში გაუშვეს 12700 მ 2 ფართობის ახ. ორსართულიანი საწარმოო კორპუსი. 1996 სახელმწ. საწარმო გამოისყიდა კოლექტივმა და გადაეცა მას საკუთრებაში. 1997 არსებული ფკის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზბა `თ. ს. ი. ფ.” ამჟამად საწარმო უშვებს შემდეგი სახის პროდუქციას: სასკოლო, საბავშვო და საოფისე ავეჯს. წარმოებისათვის საჭირო ნედლეული (ლითონის მილები, მერქანბოჭკოვანი ფილა, ლამინირებული ფილა, ლაქსაღებავები, ფურნიტურა და სხვ.) ძირითადად შემოაქვს თურქეთიდან და უკრაინიდან. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე 3 მლნ. ლარია წელიწადში.