`თბილმრეწვმშენი-3

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

`თბილმრეწვმშენი-3” (სააქციო საზოგადოება), ერთერთი მძლავრი სამშენებლო ორგანიზაცია საქართველოში. საქართვ. მშენებლობის სამინისტროს N3 სამშ.სამონტაჟო ტრესტი „თბილმრეწვმშენი” დაარსდა 1960 თბილისში. 1996 მის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზბა `თ3”. სააქციო საზბა აშენებდა სამრეწვ., საბინაო და კულტ.საზ. დანიშნულების ობიექტებს. აღჭურვილი იყო თანამედროვე მექანიზმებითა და სატრანსპ. საშუალებებით. მის შემადგენლობაში შედიოდა: 5 სამშ.სამონტაჟო სამმართველო, მექანიზაციის უბანი, კომპლექტაციისა და მომარაგების სამმართველოს საწარმოო კომბინატი (ამზადებდა ბეტონის, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს, სადურგლო ნაკეთობებს, სამშ. ბლოკებს), გაჯის საამქრო. `თ3მა” ააშენა 500ზე მეტი ობიექტი, მ. შ.: ფიზ., გეოფიზ., მათ., კიბერნეტიკისა და თერაპიის სამეცნ.კვლ. ინტები, საიუველირო (ახლანდ. `ზარაფხანა”), შამპანური ღვინოების (ახლანდ. `ბაგრატიონი 1882”), კონიაკის (ახლანდ. `სარაჯიშვილი”), `თბილრძის” (ახლანდ. `სანტე ჯიემთი პროდუქტები”) ქნები, აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ფკა (დ. გურამიშვილის გამზ. 64), უნივერმაღები: `თბილისი”, `ბავშვთა სამყარო”, აგრეთვე ატომური რეაქტორი მცხეთაში, სატელევიზიო ანძა, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამ. თეატრი, ცენტრ. ველოდრომი, მინისტრთა საბჭოს ავტობაზა (კრწანისში), `ცენტრალური სუპერმარკეტი” (ახლანდ. `დეზერტირების ბაზარი”), `საყოფაცხოვრებო სახლი” ავჭალის გზატკეცილზე, N4 სახლთმშენებელი კომბინატი დიღომში, `ბავშვთა სოფელი” შ. ნუცუბიძის IV პლატოზე, ექსპერ. საცხოვრ. სახლები ლ. უკრაინკას, ტ. შევჩენკოსა და ს. ჩიქოვანის ქუჩებზე და სხვ., სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა თბილ. მაუდკამვოლის კომბინატში (ახლანდ. `მაუდი”), `ცენტროლიტში”, საავიაციო და ჩარხმშენებელ ქნებში, `დინამოს” ეროვნ. სტადიონზე. აღადგინა თსუ-ის II კორპუსი და კავშირგაბმ. სამინისტროს ადმ. შენობა. `თ3-ის” აშენებულია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი. 2012-იდან სამშ. ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს.