«იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება»

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანო. გამოდის 1946-იდან. გამოცემულია 43 ტომი (2015). 2008-იდან მთ. რედ. ვ. შენგელია. იბეჭდება (ქართ. და უცხ. ენებზე) როგორც აღწერითი, ისე ისტ.-შედარებითი ხასიათის წერილები თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური და მთის იბერიულ-კავკ. (აფხ.-ადიღ., ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატ. სტრუქტურის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხებზე; ქვეყნდება დიალექტოლოგიური ხასიათის ტექსტები და ლექსიკური მასალა. «ი.-კ. ე-ში» წარმოდგენილია აღნიშნულ ენათა ტიპოლ. კონტაქტის საკითხები სხვა წარმომავლობის ენებთან. იბეჭდება იბერიულ-კავკ. ენათა სფეროში გამოცემულ შრომათა რეცენზიები, საენათმეცნიერო ცხოვრების ამსახველი ქრონიკები. გ. ბურჭულაძე.