ალ-იდრისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად (1100 სეუტა, მაროკო, – 1161 ან 1165, იქვე), არაბი გეოგრაფი და მოგზაური. დაახლ. 1138 დასახლდა პალერმოში, სადაც ცხოვრობდა სიცილიის მეფის როჟერ II-ის კარზე. მისი დავალებით შეადგინა მსოფლიოს იმ დროისათვის ცნობილი ნაწილის რუკა (ქაღალდზე და ვერცხლის ბრტყელ მრგვალ ფირფიტაზე) და თხზულება "გასართობი სხვადასხვა მხარეში მოგზაურობის დანატრებულისათვის" (ზოგჯერ "როჟერის წიგნსაც" უწოდებენ). წიგნი შეიცავს საინტერესო მასალებს ევროპის და აფრიკის, აღმ. სლავების, ასევე სამხრ. კავკასიისა და საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესახებ. ი-ს ცნობით, მთელ წინა აზიაში იყო განთქმული თბილისური ენდრო, "ბაბ ალ-აბვაბიდან (დერბენდიდან) თბილისამდე ხარობდა მთელ დედამიწაზე საუკეთესო ენდრო, რ-საც აგროვებდნენ და აქედან გაჰქონდათ გურგანში, საიდანაც მას ინდოეთშიც მიეზიდებოდნენ" (ენდროს იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად).

ლიტ.: Крачковский И. Ю., Избранные сочинениа т. ٤, М.–Л., ١٩٥٧.

გ. ჯაფარიძე.