ბუნება. ვ. მ-ის მთავარი ოროგრ. ერთეულებია მესხეთის ქედი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნება. ვ. მ-ის მთავარი ოროგრ. ერთეულებია მესხეთის ქედის ჩრდ. კალთა, იმერეთის სამხრ. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი და იმერეთის დაბლობი. მესხეთის ქედი აგებულია უმეტესად შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით და ნაწილობრივ თიხიანი ქვიშაქვებითა და ფიქლებით. ქედის უმაღლესი მწვერვალია მეფისწყარო (2850 ). მნიშვნელოვანი ჩრდ. განშტოებაა ლობოროტის ქედი (მწვერვალები დიდი და მცირე ლობოროტი), რ-საც გამოეყოფა გურიისა და შუაგორის შტოქედები. ამ ქედების ჩრდ. კალთები, აგრეთვე ღრმა და ვიწრო ხეობები ქმნიან ვ. მ-ის სამხრ. მთიან ნაწილს. შუა ნაწილს მოიცავს გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი, რ-იც აგებულია ძირითადად მესამეული და ნაწილობრივ გვიანდ. ცარცული ნალექებით. ჩრდ. ნაწილი უჭირავს იმერეთის დაბლობს, აგებულია მეოთხეული და თანამედროვე ალუვიური ნალექებით. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი მასალა (კირქვა, ანდეზიტი, ბაზალტი, კერამ. თიხა და სხვ.), აგრეთვე მინერ. თერმული წყლები, რ-თა ნაწილს სამკურნალოდ იყენებენ. გან-საკუთრებით აღსანიშნავია სულორისა და ჭოკიანის სულფიდურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყლები. მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. დაბლობში იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში – ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული, მთაში – ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. მაღალ მწვერვალებზე არის ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ნოტიო ჰავა. საშ. წლ. ტემპ-რა 140C-იდან (დაბლობში) 00C-მდეა (მთაში). იანვ. საშ. ტემპ-რა 40C, –100 C, შესაბამისად, ივლ. 230C და 40 C; აბსოლ. მინ. –150 C და –300C, აბსოლ. მაქს. 400C და 200C. ნალექები – 1200 –1500 მმ წელიწადში. უხვი ნალექი მოდის შემოდგომასა და ზამთარში. ჩრდ-ით მუნიციპალიტეტის საზღვარს გასდევს მდ. რიონი. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: სულორი, ყუმური, კორისწყალი (რიონის მარცხ. შენაკადები). მდინარეები საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულში. დაბლობზე სუბტროპ. ეწერი და ალუვიური ნიადაგებია, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში – წითელმიწა, ყვითელმიწა და კორდიან-კარბონატული, მთაში – ტყის ყომრალი, ხოლო მესხეთის ქედის ყველაზე მაღალ ადგილებში – მთის მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგები. მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. დაბლობი წარსულში შემოსილი იყო კოლხური ტყით, რ-შიც ჭარბობდა მუხა, რცხილა, ვერხვი, იფანი, მურყანი და სხვ. ამჟამად ეს ტყეები გაჩეხილია და ტერიტ. დიდი ნაწილი გამოყენებულია სას.-სამ. კულტურებისათვის. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში გვხვდება კოლხური ტყის უმნიშვნელო კორომები (წიფელი, წაბლი, ქართ. მუხა, რცხილა და სხვ.). 600–700-იდან 1500–1600 -მდე წიფლის ტყის ზონაა, შერეულია რცხილა, მუხა, წაბლი, ცაცხვი, თელადუმა და სხვ. უფრო ზემოთ გავრცელებულია წიწვოვნები (ნაძვი, სოჭი, ნაკლებად – ფიჭვი). სუბალპ. ზონაში (1900-იდან 2300 -მდე) სუბალპ. მდელოები (ბარისპირა, ნემსიწვერა, მედგარი, შვრიელა, წივანა და სხვ.), ლიხი (დიყი, დუცი, მზიურა, ხარისშუბლა, დეზურა, შროშანი და სხვ.) და სუბალპ. ბუჩქნარია (დეკა, იელი, ღვია). 2300 ზემოთ ალპ. მდელოებია (ალპ. თივაქასრა, მარმუჭი, ფურისულა, ნაღ-ველა, ბაია, ისლურა, მარწყვა-ბალახი, ფხიჭა, ქუდუნა და სხვ.). სუბალპ. და ალპ. მდელოები გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად. ცხოველებიდან მაღალმთიან მდელოებზე ჯერ კიდევ დიდი რაოდენობითაა შემორჩენილი არჩვი, კურდღელი, პრომეთეს მემინდვრია, შურთხი, ორბი, მთის ტოროლა და სხვ.; ტყის ზონაში ბინადრობს დათვი, მგელი, ტყის კატა, კვერნა, გარეული ღორი, ირემი, შველი, ზღარბი და სხვ. ძირითადი ლანდშაფტები: 1. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხ. მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 2. მთა-ტყის ლანდშაფტი; 3. მთა-მდელოს ლანდშაფტი.