ბუნება. თ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნება. თ. მდებარეობს აღმ. საქართველოში, მტკვრის ორივე მხარეს, თბილისის ქვაბულში, ზ. დ. 380–750 სიმაღლეზე, ჩრდ. განედის 41041' და აღმ. გრძედის 44047'-ზე. ქალაქს აღმით, სამხრით და ნაწილობრივ დასით ესაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ჩრდით და დასით – მცხეთის მუნიციპალიტეტი. ფართ. 505 კმ 2. აქედან განაშენიანებულია ტერიტ. დაახლ. 40%. მოსახლ. 1081,7 ათ. კაცი (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით). თ-ს საკვანძო ადგილი უჭირავს საქართვ. ერთმანეთისაგან განსხვავებულ ლანდშაფტურ რეგიონებს შორის. აქ თავს იყრის დიდი ფიზ.გეოგრ. ერთეულები: თრიალეთის ქედი, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ვაკეები, ივრის სტეპური ზეგანი და სხვ. ქალაქს ჩრდით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრ. მთისწინეთი, აღმით – ივრის ზეგნის ჩრდ.დას. მონაკვეთი, დასით და სამხრით – თრიალეთის ქედის განშტოებები. ვრცელია თ-ის მიდამოების საზღვრები. იგი მოიცავს თ-ის ქვაბულს და მის ფარგლებსაც შორდება. საზღვარი ჩრდით გაუყვება საწკეპელას, არმაზისა და საგურამოს ქედებს, აღმით – მდების საცხენისისა და ლოჭინის ხეობებს, სამხრით – თელეთისა და კოჯრის ქედებს, დ-ას-ით გადაკვეთს მდ. ვერეს და უერთდება საწკეპელას ქედს. თ-ს ჩრდ.დასი-დან სამხრ.აღმკენ კვეთს მდ. მტკვარი, რის ხეობის გამომუშავებაში უდიდესი როლი შეასრულა ეროზიულდენუდაციურმა პროცესებმა. მათი კვალი კარგადაა აღბეჭდილი მტკვრის ტერასების სახით. რელიეფში ნათლადაა გამოხატული მდინარის მარჯვ. და მარცხ. მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებანი. მარჯვ. მხარე უფრო მაღლა მდებარეობს, უმეტესად მთაგორიანია; რელიეფი ძირითადად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის ანტიკლინური განშტოებებით და მათ შორის მოქცეული სინკლინური ხევებითა და ხეობებით. რელიეფი უფრო ციცაბოა, ძლიერ არის დაღარული მდინარეთა ხეობებითა და ხრამებით. მარცხ. მხარეს შედარებით დაბალი მდებარეობა აქვს, რელიეფი უფრო ნაზია, უმეტესად დანაწევრებულია მცირე სიღრმის ხევებითა და ხრამებით.

მდინარე მტკვარი.jpg

თ-ის სამხრ. საზღვარზეა თელეთის ქედი. მასზე აღმართული მთებიდან თავისი მოხდენილი მდებარეობით გამოირჩევა შავნაბადა (825 ), რ-იც ზემოდან დაჰყურებს კუმის-წალასყურის ვაკეს და ქედის სამხრ. ფერდობზე შეფენილ სოფლებს. დას-ით თელეთის ქედის გაგრძელებაა კოჯრის ქედი, რ-ის სამხრ. კალთაზე აღმართულია მწვ. აზეულა (1351 ). თ-ის სამხრ. ნაწილშია ფონიჭალის (სოღანლუღის) ვაკე და სოფ. ფონიჭალა. თელეთის ქედის ჩრდ-ით მდებარეობს კრწანისის ვაკე. თავისი აღმ. დაბოლოებით თ-ის ფარგლებში შემოდის და თითქმის მტკვრის ნაპირამდე აღწევს მდების წავკისისწყლისა და კრწანისისხევის წყალგამყოფი თაბორის ქედი. რელიეფის საინტერესო ფორმაა სოლოლაკის ქედი, რ-იც დას. ბოლოთი მთაწმინდის ქედს უკავშირდება, ხოლო აღმ. ფლატოვანი ფერდობით ებჯინება მდ. მტკვრის მარჯვ. ნაპირს. მთაწმინდის ქედის სამხრ.დას. ნაწილში აღმართულია უძო (1419 ), ჩრდ. კალთაზეა კუს ტბა.

კუს ტბა.jpg

ქედის სამხრ. ფერდობი თანდათან გადადის წავკისოქროყანის დახრილ და დახრამულ ვაკეში. მთაწმინდის ქედის ჩრდით მდებარეობს ვერის ხეობა, რის მარცხ. ნაპირს გაუყვება ნაციხრისსერი. ვერის ხეობის მარჯვ. მხარეს გაშენებულია თის უბნები – ვაკე და ბაგები, მარცხ. მხარესაა ახალგაზრდა დანალექებით დაფარული საბურთალოს ვაკე, რიც დასით დელისის ვაკით მთავრდება. დელისს ჩრდით საზღვრავს უზუმბარის სერი, რ-ის კალთები განაშენიანებულია (ე. წ. ნუცუბიძის პლატო). 

მტკვრის მარჯვ. მხარეს აღმართულია მდე-ბის ვერისა და დიღმისწყლის წყალგამყოფის, მსხალდიდის ქედის აღმ. მონაკვეთი – ლისის ქედი, რ-ის ჩადაბლებულ ნაწილზე, ტაფობში, მდებარეობს ლისის ტბა.

ლისის ტბა.jpg

ტაფობის ჩრდით, მდ. დიღმისწყლის მარჯვ. მხარეს, ვაშლიჯვრის დასახლებაა, მარცხ. მხარეს გაშლილია დიღმის ვაკე; მის გაგრძელებას მტკვრის მარცხ. სანაპიროზე წარმოადგენს დიდუბის ვაკე. განსხვავებული რელიეფია მტკვრის მარცხ. მხარეს. აქ ერთადერთი მთიანი ადგილია საგურამოს ქედი, უმეტესი ნაწილი კი უჭირავს ივრის ზეგნის ჩრდ.დას. მონაკვეთს – ბორცვიან-ტალღოვან ვაკეს, რიც ვრცელდება საგურამოს ქედის გაყოლებით მდ. ლოჭინიდან ავჭალაგლდანამდე. ზეგნის რელიეფში შეხამებულია მცირე სიმაღლის მთები (ქაშვეთის გორა, წელუბანი, პატარა გორა, დიდი გორა, კვირიკობის მთა, ძეძვი, ყეენი, მახათა), დაბალი სერები, ბრტყელძირიანი ტაფობები და მშრალი ხევები და ხეობები. ზეგანზე მიედინება მდები: გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი, ლოჭინი და სხვ. ვრცელი ტაფობი უჭირავს თბილისის წყალსაცავს, გაყვანილია სამგორის სარწყავი სისტემის არხები. მტკვრის მარცხ. მხარეს ყურადღებას იქცევს ახალგაზრდა, ფხვიერი ნალექებით დაფარული ავჭალის ვაკე, სადაც მდებარეობს ავჭალისა და გლდანის დასახლებები. საგურამოს ქედის სამხრ. მთისწინა სერების კალთებსა და ივრის ზეგნის ჩრდ.დას. კიდეზე აღმართული გორაკბორცვების ფერდობებზე შეფენილია თის უბნები: მუხიანი, ზღვისუბანი (ყოფ. თემქა), ნაძალადევი, ჩუღურეთი, კუკია, ელია და სხვ. თის წყალსაცავის სამხრ.აღმით ვარკეთილის, ორხევის, ლილოს და სხვ. დასახლებებია. ქალაქისა და მისი მიდამოების რელიეფისათვის დამახასიათებელია მეწყრული მოვლენები, შეიმჩნევა ანთროპოგენური რელიეფიც, რაც უმეტესად ხელოვნური ტერასებით არის გამოხატული. ასეთი ტერასები (მთაწმინდის ქედის, მახათას, ძეძვის, ყეენის, ლოტკინის გორასა და სხვა ფერდობებზე) ქალაქის ორივე მხარესაა. თს ადრე რამდენიმე მცირე მდინარე კვეთდა. ასეთი იყო ავანაანთხევი, ეკალხევი, ვარდისუბნისხევი, ვარაზისხევი (მარჯვ. მხარე), კუკიისხევი, ჩუღურეთისხევი, დოლაბაურისხევი (მარცხ. მხარე) და სხვ. ეს ხევები ძლიერი წვიმის დროს ივსებოდა წყლით, რიც ძლიერ ნაკადად ეშვებოდა ფერდობებიდან და დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს. ამჟამად ყველა ეს ხევი გადახურულია (ზოგიერთი – ამოვსებულიც) და მათ ზემოთ მოასფალტებული ქუჩები და ბაღებია გაშენებული. თისა და მისი შემოგარენის რთული და მრავალფეროვანი რელიეფი გარკვეულ სიძნელეს ქმნის ქალაქის განაშენიანებისათვის, მეორე მხრივ, განუმეორებელ სილამაზეს ანიჭებს ქალაქს. საქართვ. ტერიტ., როგორც კავკ. რეგიონის განუყოფელი ნაწილი, მაღალი სეისმური აქტივობით გამოირჩევა. თ-ის ფარგლებში XIII ს-იდან აღნუსხულია 1000 -დე მიწისძვრა, რ-თა ეპიცენტრები სხვა რნებშია. ადგილ. გეოლ. პირობების გათვალისწინებით ქალაქის მიდამოებში გამოყოფილია 6, 7 და 8ბალიანი (4–6 მაგნიტუდის) სეისმური უბნები.

თ-ის მიდამოებში არის ნავთობი (იხ. თბილისის ნავთობის საბადოები), ღრმა ცირკულაციის ცხელი გოგირდიანი წყლები (იხ. თბილისის თერმული წყლები), ცივი გოგირდწყალბადიანი წყლები, არაღრმა ცირკულაციის გრუნტის წყლები, საშენი მასალა (სააგურესაკრამიტე თიხა, გაჯი, კვარციანი ქვიშაქვა), მარილები (მირაბილიტი).

„ჰავითა არს მშვენი და მხიარული... ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი. ზამთარ ცივი. გაზაფხულშემოდგომა მშვენი და სატრფო”, – ასე ახასიათებს თის ჰავას ვახუშტი ბატონიშვილი. ქალაქი და მისი მიდამოები მდებარეობს ზომიერად მშრალი სუბტროპ. ოლქის აღმ. პერიფერიაზე. სუბტროპ. ზონაში მდებარეობა და მცირე ღრუბლიანობა განაპირობებს მზის ნათების მნიშვნელოვან ხანგრძლივობას (2112 სთ წელიწადში) და ინტენსივობას წლის ყველა სეზონში, მზის რადიაციის სიუხვე კი მთელი წლის განმავლობაში – ნიადაგისა და ჰაერის საკმაოდ მაღალ ტემპრას. თის და მისი მიდამოების ჰაერის საშ. წლ. ტემპრა დაახლ. 2°C-ით აღემატება თავისი განედის ტემპრას. ნიადაგის ზედაპირის საშ. წლ. ტემპრა თის ცენტრში 15°C-მდეა, ჰაერისა 12,7°C-მდე (დიღომი 12,1°C, ბოტან. ბაღი 12,5°C, მთაწმინდის პლატო 10,8°C). ყველაზე ცივი თვეა იანვარი, რის საშ. ტემპრაა 0,9°C (დიღომი 0,3°C, ბოტან. ბაღი 1,3°C, მთაწმინდის პლატო –0,6°C). პირველი ყინვები ნოემბრის მეორე დეკადაში ჩნდება, უკანასკნელი მარტის ბოლო რიცხვებშია. აბსოლ. მინ. ტემპრა –23°C-მდეა (შემოგარენში –28°C). ასეთი დაბალი ტემპრა თში იშვიათია, უფრო ხშირია –10, –12°C. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, რის საშ. ტემპრაა 24°C. ქალაქის შემოგარენში უფრო ცხელია აგვისტო. არის დღეები, როდესაც ტემპრა 30°C-ზე მეტია. აბსოლ. მაქს. ტემპრაა 40–41°C. თის განაშენიანებულ ნაწილში და, საერთოდ, დაბალ ზონაში ჰაერის საშ. ტემპრა სეზონების მიხედვით ასეთია: ზამთრის საშ. ტემპრა 1,8°C-ია, გაზაფხულისა 11,4°C, ზაფხულისა 22,7°C, შემოდგომისა 13,6°C. ღრუბლიანობა ზომიერია. მოღრუბლულ დღეთა რაოდენობაა 100–130 წელიწადში. ჰაერის საშ. წლ. შეფარდებითი ტენიანობა – 65–70%. ნალექების საშ. წლ. რაოდენობა 450ი-დან 650 მმ-მდეა (ვაზიანი – 452 მმ, მთაწმინდის პლატო – 625 მმ), ირგვლივ მდებარე მაღალ ადგილებში – 650–900 მმ. ნალექიან დღეთა რაოდენობა დაბალ ნაწილში საშუალოდ 80–85 წელიწადში, მაღალ ნაწილში – დაახლ. 120. ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი – იანვარში. სეზონების მიხედვით ნალექიანობა შემდეგნაირად ნაწილდება: გაზაფხულზე მოდის ნალექების წლ. ჯამის 34%, ზაფხულში – 30,2%, შემოდგომაზე – 23%, ზამთარში – 12,8%. თბილ პერიოდში, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, ხშირია თავსხმა წვიმა, რსაც თან ახლავს ელჭექი (საშ. 20–40 დღე წელიწადში), ზოგჯერ – სეტყვა (2–4 დღე). ნალექი თოვლის სახით შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან აპრილამდე. თოვლიანია საშ. 15 დღე წელიწადში, თოვლის საფრის დღეღამური სიმაღლეა 1–10 სმ, მაქს. სიმაღლე – 30–40 სმ, შემოგარენში – 50 სმ. თსა და მის მიდამოებში უმთავრესად ქრის ჩრდ.დასისა და სამხრ.აღმის ქარი. ქარის საშ. წლ. სიჩქარე ტერიტ. დიდ ნაწილში არის 3–4 მ/წმ, სამგორის, დიღმისა და საბურთალოს გაშლილ ადგილებში – 6–7 მ/წმ, ცალკეულ შემთხვევებში ჩრდ.დას. ქარის სიჩქარე 40 მ/წმ-ზე მეტია. ძლიერქარიანი (15 მ/წმ-ზე მეტი) დღეების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 20 -დეა. განსაკუთრებით ქარიანია გაზაფხული. წლის თბილ პერიოდში ადგილობრივი მთახეობის ქარიც ქრის: დღისით – როგორც წესი, ქვემოდან ზემოთ, ხოლო ღამით – პირიქით (ამ ტიპს მიეკუთვნება ე. წ. „კოჯრის ნიავი”). ქალაქისა და მისი მიდამოების ჰავა ჯანსაღია, საუკეთესოა ადამიანის საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისათვის. შემოგარენში ბევრი საგარეუბნო კურორტი და სააგარაკო ადგილია: კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, წოდორეთი, წყნეთი და სხვ. (იხ. აგრეთვე თბილისის კურორტების ჯგუფი). ჰიდროგრაფიული ქსელის ხასიათის მიხედვით თის მიდამოები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: მტკვრის მარჯვ. მხარის ქსელი უფრო ხშირია. მდინარეებს ვიწრო ხეობა, მეტი ვარდნა და დახრილობა აქვთ. მარცხ. მხარეს სუსტად განვითარებული მეჩხერი ქსელია, მდინარეები ვაკის ტიპისაა, ფართოკალაპოტიანი. წყალშემკრები ტერიტ. ფართობია 3000 კმ2. ზედაპირული ჩამონადენის მთავარი არტერიაა მდ. მტკვარი, რიც თის ტერიტორიაზე დაახლ. 35 კმ-ზე მიედინება. მტკვარი ტრანზიტული მდინარეა. მისი ჰიდროლოგიური რეჟიმი უმთავრესად თის ფარგლებს გარეთ ყალიბდება, ადგილობრივი ჰიდროლ. პროცესების გავლენა კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში აღინიშნება. ქალაქსა და მის შემოგარენში მტკვრის შენაკადებია: მარჯვნივ – დიღმისწყალი, ვერე, წავკისისწყალი; მარცხნივ–გლდანისხევი, ხევძმარი, ორხევი, ლოჭინი. ჰიდროგრ. ქსელში გარკვეულ როლს თამაშობს მცირე პერიოდული მდინარეები (ვარაზისხევი, ვარდისუბნისხევი, გაბაანთხევი, ეკალხევი, ავანაანთხევი, კუკიისხევი, დოლაბაურისხევი, ჩუღურეთისხევი და სხვ.) და მშრალი ხევები, რებიც მხოლოდ წვიმის დროს ივსება წყლით. მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების სამეურნ. გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათ წყალს იყენებენ სასმელად და სარწყავად, ხმარობენ მრეწველობასა და ენერგეტიკაში. ტბებს შორის მნიშვნელოვანია ლისისა და კუს ტბები. თის ჩრდ.აღმ. ნაწილში, მლაშე ტბების ადგილას, 1951 შეიქმნა თის წყალსაცავი. ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო თისა და მისი მიდამოების ნიადაგი დიდი ნაირგვარობით გამოირჩევა. აქ უმთავრესად გავრცელებულია რუხი ყავისფერი, მდელოს რუხი ყავისფერი, ნეშომპალასულფატური (გაჯიანი), ალუვიური, ბიცობი, ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები. თის მიდამოებში ინტრაზონალურად გვხვდება სხვადასხვა ხარისხით დამლაშებული ნიადაგები, რთა გამოყენება შესაძლებელია მაღალი აგროტექ. ღონისძიებების ჩატარების შემდეგ. ძლიერ განვითარებულია ეროზიული პროცესები, რის გამოც დიდი ფართობი უჭირავს მცირე სისქის, ძლიერ ჩამორეცხილ, ხირხატიან ნიადაგებს. მათ ზედაპირზე გაშიშვლებულია სხვადასხვა ქანი. თის პარკებსა და ბაღებში გვხვდება სხვადასხვა ხარისხით გაკულტურებული ნიადაგი, რსაც მთლიანად დაკარგული აქვს ბუნებრივი სახე და ამა თუ იმ ნიადაგის კულტ. ვარიანტს წარმოადგენს. თ. ცენტრ. ამიერკავკ. ფლორისტულ რაიონში მდებარეობს. მისი მიდამოების ფლორა (უმაღლესი მცენარეები ხავსების გამოკლებით – მცირე რაოდენობით გვიმრანაირები და შიშველთესლოვანები, ძირითადად ფარულთესლოვანები) 2000-დე სახეობას ითვლის. რაოდენობრივად, წამყვანი ოჯახებისა და გვარების მიხედვით, თის მიდამოების ფლორა აღმ. ხმელთაშუა ზღვის, წინა აზიისა და აღმ. ამიერკავკ. ფლორის მსგავსია. აქაიქ გვხვდება ჩრდ. ფართოფოთლოვანი და ტაიგის ფლორის წარმომადგენლები. თ-ის ფლორაში გვხვდება როგორც ვიწრო ლოკალური, ისე ფართოდ გავრცელებული ენდემური მცენარეები. ბევრია აგრეთვე ცენტრ. და სამხრ. კავკასიის ენდემი. მათ ნათესაური კავშირი აქვთ ევრ. სტეპურ, წინააზიურ, მცირეაზიურ, აღმოსავლეთამიერკავკასიურ, პალეოარქტიკულ, ჰოლარქტიკულ, ხმელთაშუა ზღვის და კოლხურ ფლორასთან. ქალაქის მიდამოები მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი რამდენიმე სახეობების აღწერის კლასიკური ადგილია. თის მიმდებარე ტერიტ. გამოირჩევა მცენარეთა თანასაზოგადოებების (ფიტოცენოზების) დიდი მრავალფეროვნებით, რაც გამოწვეულია ამ მიდამოების განსაკუთრებული გეოგრ. მდებარეობით (გამოხატულია აღმ. საქართველოს თითქმის ყველა ლანდშაფტის თავისებურება). მცენარეული საფრისათვის დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოსა და სტეპის (ველის) მცენარეულობა, სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი, ფართოფოთლოვანი ტყე და სხვა მცენარეული ტიპები.

თ-ის მიდამოებში, 500–800  სიმაღლეზე (მცხეთის მიდამოები, კარსანი), შემორჩენილია წარსულში შედარებით ფართოდ გავრცელებული მშრალი ნათელი ტყეები, მდელოს მცენარეულობა მეორეულია და გავრცელებულია მთის ქვედა და ზედა სარტყლის ტყისა და ჭალის ტყის ადგილზე. იქვე გვხვდება წყლისა და ჭაობის მცენარეულობაც.

რუკა1.jpg

რუკა2.jpg