გიმნაზია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gani.jpg
თბილისის კლასიკუ­რი გიმნაზია. XX ს. დასაწყისი.

(ბერძნ. gymnasion– სა­ ტანვარჯიშო მოედანი, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლო­აღმზრ­ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღ­მოსავლეთში), საშუალო ზოგად­ საგანმანათლებლო სასწავლებე­ ლი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გა­მოხატული ჰუმანიტარულ­ფილო­ ლოგიური განხრით. პირველი გ. 1526 ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა (1497–1560). 1528 გ. გაიხსნა საქ­სონიაში, ხოლო 1538 – ქ. სტრას­ ბურგში. XVI–XVIII სს. გ­ები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქა­ლაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ­ ბურგში – 1725, მოსკოვში – 1755); XIX ს­ში ავსტრია­უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, სა­ბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებ­ ში. გ. ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა­ დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეა­ლური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარ­დამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე­ ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლა­სიკურ გ­ებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გ­ის ეს ტიპი მაინც რჩე­ბოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში. ს ა ქართ ვ ე ლ ო შ ი პირველი გ. – თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830. 1864­იდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართ­ველოშიც, გატარდა საგანმანათ­ ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გ.: ბერძნ. ენის გაძლიერებუ­ლი სწავლებით, ლათ. ენის გაძ­ ლიერებული სწავლებითა და რეა­ლური გ. – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონ­ დათ სწავლის გაგრძელების უფლე­ ბა. პირველი ორი ტიპის გ­ის დამ­ თავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნ­ტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გ­ის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექ. სასწავლებლებში. XIX ს.60­იან წლებში გაიხსნა ქალ­ თა გ­ებიც. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გ­ები: თბილის­ ში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ­ თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართუ­ლი (1906–19) გ­ები. გ­ები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გ­ები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბა­თუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გ­ები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გ­ების უმრავლე­სობა 1921 შემდეგ გადაკეთდა სახ. განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გ. არ­სებობს მხოლოდ კერძო სექტორში. მ. ბაქრაძე. დ. გურგენიძე.