გინეკოლოგია (ვეტერინარული)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეტერინარული, კლინიკური დისციპლი­ნა, რ­იც შეისწავლის სასოფლო­ სამეურნეო მდედრი ცხოველის სასქესო ორგანოების დაავადებებს, მკურნალობას, პროფილაქტიკას, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძო­ლის მეთოდებს.

ვეტ. გინეკოლოგიაში გაერთია­ნებულია საკუთრივ გ., მეანობა და ანდროლოგია. ვეტერინარული გინე­კოლოგია სწავლობს მდედრ და მამრ ცხოველებში აღწარმოე­ბის ფუნქციის დარღვევას, რ-­იც გამოწვეულია ცხოველთა არასწორი მოვლა­შენახვით, კვებითა და სასქე­სო ორგანოების დაავადებებით. მ ე ა ნ ო ბ ა სწავლობს პერიოდს მდედრის სასქესო სიმწიფიდან ნა­ ყოფიერების დასრულებამდე.

ა ნ დ რ ო ლ ო გ ი ა შეისწავლის მამრ. ცხოველებში სქესობრივ რეფლექსებს, სასქესო ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალო­ბას.

სამივე ერთად შეისწავლის ცხო­ველის განაყოფიერების, მაკეობის და მშობიარობის მიმდინარეობის აუცილებელ პირობებს. ჩვენში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია საქართვ. ზოო­ ტექ.­სავეტერინარო სასწ.­კვლე­ ვითი ინ­ტის მეანობა­გინეკოლო­გიისა და სას.­სამ. ცხოველთა ხე­ლოვნური დათესვლის კათედრის დაარსებასთან (1938).

2005­იდან გ., როგორც მიმარ­თულება, შედის აგრ. უნ­ტის სა­ვეტერინარო მედიცინის ფაკ­ტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარ­ტამენტში, სახელწოდებით სას.­ სამ. ცხოველთა მეანობა­გინეკო­ლოგია და გამრავლების ბიოტექ­ნოლოგია.

ვეტ. გინეკოლოგიის განვითარე­ბაში დიდი წვლილი მიუძღვით ვ. ჩირაძეს, კ. გუგუშვილს, გ. კამა­ლოვს, ს. მარგველაშვილს, ა. ჯი­ქიას, ს. მეცხვარიშვილს, რ. ირემა­შვილს, რ. ჭანტურიძეს, ზ. პარკა­ძეს და სხვებს.

კათედრის თანამშრომლების მი­ერ შესრულებული სამეცნ. შრომე­ბი ეძღვნება სას.­სამ. ცხოველთა უნაყოფობასა და ბერწიანობას, სასქესო ორგანოების დაავადე­ბებსა და მათ სამკურნალო საშუა­ლებებს. შესწავლილია, აგრეთვე, იმუნოლოგიური ფაქტორების გავლენა ცხოველთა აღწარმოე­ბაზე და სარძევე ჯირკვლის ან­ თებითი პროცესები (მასტიტები). დამუშავებულია და შექმნილია მათი მკურნალობის რაციონალუ­რი მეთოდები და ეფექტური სამკურნალო საშუალებები. თ. ყურაშვილი. რ. ჭანტურიძე.