გინკგო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გინკგო. ორნაკვთიანი გინკგო (Ginkgo biloba).
(Ginkgo),შიშველთესლო­ვან ფოთოლმცვივან მერქნიან მცე­ნარეთა გვარი გინკგოსნაირთა

ოჯახისა. ერთადერთი თანამედ­როვე სახეობა რელიქტური ო რ ­ნ ა კ ვ თ ი ა ნ ი გ­სი (G. biloba) 30–40 სიმაღლისა და 1–9 დია­მეტრის ორსახლიანი გაშლილ­ვარჯიანი ხეა. აქვს გრძელყუნწია­ნი მარაოსებრი ფოთლები. ბუნებ­რივად გავრცელებულია მხოლოდ აღმ. ჩინეთის მცირე ტერიტორია­ზე, სადაც წიწვოვან და ფართო­ფოთლოვან მცენარეებთან ერთად ქმნის ტყეებს. დეკორ. მცენარედ მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტან. ბაღსა და პარკში. საქართ­ველოში შემოტანილია XIX ს. 60­იან წლებში შავი ზღვის სანა­პიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთის დაბლობზე, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს. ინტროდუქცირებულია აღმ. სა­ქართველოშიც, კერძოდ, თბილის­ში (ბოტან. ბაღში). სამშობლოში 1000 წლამდე ცოცხლობს. ყინ­ვაგამძლეა და ჩვენში შეიძლება მისი კულტივირება ზ. დ. 800 სიმაღლემდე.