გინჩი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მრავალფენიანი არქეოლო­გიური ძეგლი მთიან დაღესტანში, მდ. გიდერილ­ორის ნაპირას (ხუ­ტორი გინჩი, შამილსკოეს რ­ნი). გაითხარა 1956–63 (მ. პიკული, ჟ. ატაევი, ე. კოტოვიჩი, ა. ჰაჯიევი და მ. ჰაჯიევი). ენეოლითური ნასოფლარი დაცული იყო ფლა­ტეებითა და ზოგან 1 მ სისქისქვის კედლებით. გათხარეს ნატეხი და რიყის ქვისაგან მშრალი წყო­ბით ნაგები ოთხკუთხა შენობების ნაშთები. თიხატკეპნილ იატაკ­ზე გამართული იყო ღია კერე­ბი, ხოლო სანოვაგის შესანახად იატაკში ჩაჭრილი იყო მცირე ზომის ხაროები. იატაკქვეშ აღ­მოჩნდა სამარხები, რაც წინააზი­ური გავლენის შედეგი უნდა იყოს. აღმოჩენილი კერამიკა 2 სახისაა: ადგილობრივი და იმპორტული. აღნიშნული ენეოლითური ფენა ზოგადად ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება და წინააზიური კულტურის გავლენის გავრცელების უკიდურესი ჩრდ. პუნქტია. ნასოფ­ლარის II ფენა ეკუთვნის მტკვარ­არაქსის კულტურის ჩრდ.­აღმ. ლოკალურ ვარიანტს (ძვ. წ. III ათასწლ.). ნასოფლარი დაზიანე­ბულია ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ. სამარხებით, რაც გ­ის III კულტ. ფენას ქმნის. გათხრილია 15 დიდი და 2 პატარა აკლდამა, 15 სამარხი თიხის დერგებში. აკლდამები მომ­რგვალო და ოთხკუთხაა, ნაგებია მშრალი წყობით, გადახურულია ქვის დიდი ფილებით. აკლდამებ­ში კოლექტიურად კრძალავდნენ მოზრდილებს. პატარა აკლდამები მოზარდთა ინდივიდ. სამარხები იყო, ხოლო დერგებში ჩვილ ბავშ­ვებს მარხავდნენ. სამარხეული ინ­ვენტარიდან აღსანიშნავია კერამი­კა; ქვის, ძვლისა და ლითონის სამკაული; შრომისა და საბრძოლო იარაღი.

ლიტ:Гаджиев М. Г., Новые дан­ные о южных связях Дагестана в IV–III тыся­челетиях до н. э., «Крат­ кие сообщения о докладах и полевых ис­следованиях ин­та археологии АН СССР», 1966, в. 108; m i s i v e, Из исто­ рии культуры Дагестана в эпоху бронзы (могильник Гинчи), Ма­хач­кала, 1969; ИсторияДагестана, т.1, М.,1967.

თ. კიღურაძე

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გინჩი&oldid=104-დან“