გიორგაული თეთრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგაული თეთრი. გიორგი VII-ის მონეტა.ვერცხლი. XIV ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.
მეფე ვახ­ტანგ VI­ის (1675–1737) მიერ შე­მოღებული ტერმინი, რ­ის საფუძ­ველზეც ქართ. ისტორიოგრა­ფიაში დამკვიდრდა შეხედულება,

თითქოს გიორგი V ბრწყინვალეს (1318–46) მოეჭრას საკუთარი, ეროვნ. მონეტა. ვახტანგ VI ემ­ყარებოდა ბექა­აღბუღას სამარ­თალს, რ­შიც ნახსენებია არა გ. თ., არამედ "გიორგის ჟამის თეთ­რი", რაც გულისხმობს საქართ­ველოში ილხანების სახელით მოჭრილ მონეტებს. 1355­მდე სა­ქართვ. ზარაფხანებში სხვა მონე­ტები არ იჭრებოდა.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა გ., სამონეტო მი­ მოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; დ უ ნ დ უ ა გ., დ უ ნ დ უ ა თ., იჭრებოდა თუ არა გიორგაული თეთრი?, «საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 2011, [ტ.] 1. გ. დუნდუა.