გიორგაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან გიორგის ძე (დ. 1. I. 1946, ყვარელი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1969). 1968–88 მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტში, 1988-იდან – საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში. 2005- იდან საქართვ. ტექნიკური უნ-ტის მათ. ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელია. 2005–06 იყო თსუ-ის ახალციხის ფილიალის მათემატიკა- ასტრონომიის ფაკ-ტის დეკანი. იკვლევს მყარი დეფორმირებადი სხეულების მექანიკის სასაზღვრო ამოცანებს სხვადასხვა ველების გათვალისწინებით.