გიორგაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარჩევი

ბეჟან გიორგის ძე

(25. III. 1905, სოფ. ვალე, ახალციხის მაზრა, – 24. XI. 1984, თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. XX ს. 20-იან წლებში სწავლობდა სორბონის უნ-ტის სიტყვიერებისა და ჰუმანიტარული მეცნ. ფაკტზე, აქვე გახდა საქართვ. ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაციის "თეთრი გიორგის " წევრი. შემდეგ რომში დაამთავრა ვატიკანის უნ-ტი. მიენიჭა უნ-ტის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. ვატიკანის ბ-კაში ეძებდა მასალებს საქართველოს შესახებ. 30-იან წლებში სამშობლოში დარუნდა. პოლიტ. შეხედულებათა 13 გამო 1938–46, 1951–56 რეპრესირებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის ბიბლიოთეკარად და მეცნიერ თანამშრომლად. თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში ასწავლიდა იტალ. ენას. გ-მ გაშიფრა, თარგმნა, დაურთო გამოკვლევები, კომენტარები და გამოსცა საქართვ. ისტორიის შესასწავლად მეტად ღირებული ისტ. წყაროები: ჯუდიჩე მილანელი დონ ჯუზეპე "წერილები საქართველოზე XVII ს." (1964), "ულუგ-ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI ს. საქართველოზე" (1975), "დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე XVII ს." (1977) და სხვ., მ. შ. გამორჩეულია დონ კრისტოფორო დე კასტელის "ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ" (1976). ე. გიორგაძე



გენადი ვალერიანის ძე

(დ. 7. XI. 1948, სოფ. წილკანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (სამბო და თავისუფალი ჭიდაობა). საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1973). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინ-ტი (1970). სოფლის სპორტსმენთა შორის საკავშ. ჩემპიონატების (1968–72) ჩემპიონი და IX საერთაშ. ტურნირის (1969, თბილისი) ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ნაკრების წევრი (1972–75). მსოფლიოს ჩემპიონი (1973, თეირანი) სამბოში. 1995-იდან იყო საქართვ. სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 1997-იდან – საქართვ. სამბოს ნაკრების მწვრთნელი, 2003- იდან – ლ. თედიაშვილის სახ. სპორტული სკოლის მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ე. გიორგაძე. ნ. გუგუშვილი.




გიორგი გელას ძე

გ. გიორგაძე (დ. 1964).

(დ.10. X. 1964, ქუთაისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1993). სსრკ სპორტის ოსტატი (1982), საერთაშ. ოსტატი (1989). 1986 დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. გ-ის პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე (ქუთაისი). საქართვ. ჩემპიონი (1982, 1988). სსრკ ჩემპიონატის ფინალისტი (1989). მსოფლიოს ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადებისა (1992, 1994, 1998, 2000) და ევრ. გუნდური პირველობების (1992, 1997) მონაწილე საქართვ. ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. იყო გ. კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის მატჩში (1990). მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეორე დაფაზე მოიპოვა ბრინჯაოს მცირე მედალი (1996). საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი 2008 წლიდან. მიენიჭა ღირსების ორდენი (2001). თ. გიორგაძე







გიორგი ივანეს ძე

გ. გიორგაძე (1927–2005)

(12.V. 1927, თბილისი, – 2002, იქვე), ინჟინერ- მექანიკოსი. 1950 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკ-ტი. 1963–71 მუშაობდა კ. ამირაჯიბის სახ. საქართვ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან არსებულ ჩაის კრეფის მექანიზაციის ლაბორატორიაში უფროსის მოადგილედ, 1977–91 – სხვადასხვა სამეცნ.-კვლ. ორგანიზაციაში პროექტის მთ. კონსტრუქტორად. 2000-იდან იყო კ. ამირაჯიბის სახ. საქართვ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. ჩაის საკრეფი მანქანა "საქართველოს" შექმნისა და მისი წარმოებაში დანერგვისათვის მიენიჭა ლენინური პრემია (1967, სხვებთან ერთად). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).








გრიგოლ გრიგოლის ძე

(28. VII. 1927, ქუთაისი, – 2. IV. 2005, თბილისი), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993). ისტ. მეცნ. დოქტორი (1973). პროფესორი (1991), საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის ძვ. აღმ. ისტორიის განყ-ბის გამგე (1988–2005), თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე. ქსე-ის ძვ. ისტორიისა და რელიგიის ისტორიის სამეცნ.-საკონსულტაციო სექციის თავ-რე. მისი კვლევის სფერო იყო ძვ. აღმოსავლეთის ისტორია, კერძოდ, ხეთოლოგია და მისი მომიჯნავე დარგები. გ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფოს სოც.-ეკონ. ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტ. და ეთნ. ისტორიის, ისტ. გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს (მისი აზრით, ხეთური საზ-ბა ადრეკლასობრივი პოლიტ. ორგანიზმია, სადაც წარმოების პროცესში არამონურთან ერთად ვითარდებოდა აგრეთვე მონური ხასიათის წარმოებითი ურთიერთობანი, თავისუფალთა და არათავისუფალთა სოც. ფენების წარმოქმნით). იკვლევდა აგრეთვე ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველი ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტ. ურთიერთობის საკითხებს. თხზ .: ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ.,1988; Борьба хеттов за Северную Сирию в период Древнехеттского царства, «Вестник древней истории», 1964, №1; Очерки по социально- экономической истории Хеттского государства, Тб., 1973; Производство и применение железа в Центральной Анатолии по данным хеттских клинописных текстов, «Древний Восток», М., 1985; Неиндоевропейские этнические группы (хатты, каски) в древней Анатолии, კრ.: Разыскания по истории Абхазии, Тб., 1999; Two Forms of Non-slave Labour in Hittite Society, «Labour in the Ancient Near East», New Haven, 1987.





გრიგოლ ტიმოთეს ძე

გ. ტ. გიორგაძე

(20. XI. 1879, ქუთაისი, – 18. VIII. 1937, ყაზახეთი), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი. 1902 დაამთავრა ქუთაისის სას. სემინარია, 1909 ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1905–19 იყო ს.- დ. (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1919–21 _ დამოუკიდებელი ს.-დ. ორგანიზაციის – `ახალი სხივის~ ლიდერი, 1909–10 – გაზ. `ფონის~ რედ.-გამომცემელი (ქუთ.). 1917–18 გ. იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი, 1918–19 – საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სამხ. მინისტრი, 1919–21 – საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი და სხიველების ფრაქციის თავ-რე. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის შემდეგ 1921 დააპატიმრეს. 1922–37 ეწეოდა საადვოკატო მოღვაწეობას, იყო საქართვ. დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი, სხვადასხვა დაწესებულებების იურისკონსულტი, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უფრ. მეცნ. თანამშრომელი. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის, ახ. და უახლესი ისტორიის, ფეოდ. ხანის საქართვ. სოც. ურთიერთობათა ისტორიის, ქართ. სამართლის ისტორიის საკითხებს. 1937 გ. დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. თხზ .: ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში, ტფ., 1926; საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე (1864–1905), ტფ., 1928. ლ. ურუშაძე.






ვარლამ ნიკოლოზის ძე

[4 (17). VIII. 1905, ქუთაისი, – 17. V. 1995, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1951), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1930 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1937–38 იყო დმანისის რ-ნის მთ. ექიმი და ქირურგი, II მსოფლიო ომის მონაწილე, 1946–52 – თბილ. სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის დოცენტი, 1952–53 – ტრავმატოლოგიის ინტის აღდგენითი ქირურგიის განყბის გამგე, 1953–66 – აჭარის მთ. ქირურგი, 1966–88 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის ქირურგიის კათედრის ქუთ. ფილიალის გამგე და ქალაქის მთ. ქირურგი, 1988-იდან – რესპ. კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყ-ბის კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწ., მ.შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. თხზ. : ზურგის ტვინის ანესთეზია, თბ., 1937; ნაწლავთა გაუვალობა, თბ., 1961





თამაზ ვასილის ძე

თ. ვ. გიორგაძე.

(დ.9. I. 1947, ქუთაისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1977), სსრკ სპორტის ოსტატი (1967). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1970). გ-ის პირველი მწვრთნელი იყო დ. ჩირაძე. თბილისის ჩემპიონი (1968), საქართვ. ორგზის ჩემპიონი (1972, 1973), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – მე-4 ადგილი, დაუმარცხებლად, 1978). სსრკ სტუდენტთა ორგზის ჩემპიონი (1966, 1969), სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული, სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (დრეზდენი, 1969), ევროპის ორგზის ჩემპიონი კლუბებს შორის, `ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში (1976, 1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადაზე საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში I დაფაზე დაიკავა I ადგილი (1979). იყო ა. კარპოვის მწვრთნელი (1980–86), ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი (1986– 92), საქართვ. დამს. მწვრთნელი. მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003). თ. შ. გიორგაძე






თენგიზ შალვას ძე

თ. შ. გიორგაძე

(დ.1.IV. 1925, თბილისი), მოჭადრაკე, საერთაშორისო არბიტრი (1972), საჭადრაკო მიმომხილველი, ლიტერატორი და ისტორიკოსი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1981), საქართვ. დამს. მწვრთნელი (2002). ეროვნ. ოსტატი (1994), პედ. მეცნ. კანდიდატი (2004), პროფესორი (2005). დაამთავრა თსუ (1952). თბილისის ჩემპიონი (1953), სსრკ საპატიო მსაჯი (1985), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსაჯი (1994, 1996, 1998), 1948-იდან საქართვ. ჭადრაკის ფედერ. პრეზიდიუმის წევრი (1948–2000), სსრკ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი (1972–75), გაზ. "ლელოს" ჭადრაკის განყ-ბის გამგე (1950– 84), საჭადრაკო გაზ. "მერანის" პირველი რედაქტორი (1984–87), ყოველთვიური ჟურნ. "ჭადრაკის სამყაროს" მთ. რედაქტორი (1997– 2000), საქტელეჭადრაკის ჟურნ. "სამორინეს" წამყვანი და ავტორი (1968–96), საქართვ. ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჭადრაკის სპეციალიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი (1977) და პედაგოგი. გამოცემული აქვს 50-მდე წიგნი, მ. შ.: "ქართული ჭადრაკის მატიანე" (სამტომეული, 1995, 1997, 2000), მონოგრაფიები: "თამაშობს ანდრია დადიანი" (1972), "ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა" (1985), "ჩვენი ნონა" (1992), "ჭადრაკის ანბანი" (1965, 1974, 1983, 1999), 10 წიგნი, მიძღვნილი ქალთა მსოფლიო პირველობის მატჩებისადმი (1963–89) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა (1999) და სეოკის პრემიებით. დ. გურგენიძე





იგორ პანტელეიმონის ძე

(დ. 26. VI. 1950, ზაისანი, ყაზახეთი), გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1992–93 იყო საქართვ. შს სამინისტროს სპეცსამსახურის უფროსი, 1993 – შს მინისტრის მოადგილე, 1993–95 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრი. 1995 საქართვ. პრეზიდენტის ე. შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით გ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 1995- იდან საზღვარგარეთაა. იძებნება ინტერპოლის მიერ. ლ. დოლიძე.





ინგა ირაკლის ასული

(დ. 30. XI. 1938, თბილისი), ვირუსოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1996). 1962 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1967–72 იყო თბილ. ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.- კვლ. ინ-ტის (ახლანდ. გ. ელიავას სახ. ბაქტეროფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინტი) ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფრ. მეცნ. მუშაკი; 1972–2007 – ამავე ინ-ტის ვირუსოლოგიის ლაბორ. ხელმძღვანელი; 2007-იდან შპს ანალიტიკურ-სადიაგნოსტიკო ცენტრის – "დიაგნოზი-90"-ის ხელმძღვანელი. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. მისი შრომები ეხება ვირუსოლოგიის, იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, განსაკუთრებით ინტერფერონის სისტემის შესწავლის სხვადასხვა ასპექტებს.





კონსტანტინე ლევანის ძე

(12. X. 1923, თბილისი, – 8. XII. 2004, იქვე), რენტგენოლოგი და სამედიცინო რადიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990), საქართვ. სამედიცინო აკად. წევრი (1996). 1946 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი და მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, ხოლო 1955 – რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის კათედრაზე, რ-ის გამგეც იყო 1973–97. გ. იყო ბირთვული მედიცინის განვითარების პიონერი საქართველოში. შეისწავლიდა რადიონუკლეიდური კვლევის ავტომატიზებულ სისტემებს და მათ გამოყენებას კლინ. დიაგნოსტიკაში. ქართ. ენაზე შეადგინა სახელმძღვანელო – "სამედიცინო რადიოლოგიის მოკლე კურსი" (1969). 1986 აირჩიეს თბილისის რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რედ, 1997 – საქართვ. რადიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად. თხზ. : ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკა, თბ., 1966; სამედიცინო რადიოლოგია, თბ., 1986.




მიხეილ პორფილეს ძე

[28. II (12.III). 1912, სოფ. ზოდი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1982, მოსკოვი], სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი (1957– 82). 1941–51 მუშაობდა სსრკ მიწათმოქმედების სახ. კომისარიატში (შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო). 1953–54 – საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე და სოფ. მეურნ. მინისტრი; 1954–56 – საქ. კპ ცკ-ის მეორე მდივანი; 1956–57 – საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავრის პირველი მოადგილე; სსრკ IV–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.





მიხეილ რევაზის ძე

მ. რ. გიორგაძე.

(დ.14. III. 1961, ქუთაისი), სპორტსმენი (წყალბურთი, მეკარე). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1982). 15 დაამთავრა საქართველოს ფიზკულტ. ინ-ტი და თსუ. თამაშობდა თბილისის დინამოსა (1977–89) და სსრკ ნაკრებში (1981–89). მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1983), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1983, 1985, 1987), სეულის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1988). ნ. გუგუშვილი










ნესტორ ასალოს ძე

ნ. ა. გიორგაძე.

(9.I. 1901, სოფ. გუთური, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 7. VIII. 1983, თბილისი), მშენებელი, სოციალისტური შრომის გმირი (1958). 1935–38 ხელმძღვანელობდა პირველი ჩაის გადასამუშ. ფაბრიკის (ლაითური) მშენებლობასა და დაბა ლაითურის გაშენებას. შემდგომ სტალინგრადში მონაწილეობდა მცირე სიმძლავრის სატანკო ძრავების ქ-ნის მშენებლობაში. 1942-იდან კვლავ საქართველოშია. გ-ის დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსთავის მეტალ. ქ-ნის აშენებასა და თვით რუსთავ- ქალაქის განაშენიანებაში. 1946–1960 იყო ამიერკავკ. მეტალურგმშენის ტრესტის მმართველი. რკინაბეტონის ნაკეთობათა (კერძოდ, მილების) ახ. მეთოდის დამუშავებისა და დანერგვისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1951, სხვებთან ერთად). 1963, როგორც მშენებლობის მინისტრის მოადგილეს, დაევალა კურორტ ბიჭვინთაში მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.






ნოდარ ვარლამის ძე

(5.V. 1941, თბილისი, – 15. VII. 2009, იქვე), უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (2001). ბავშვთა მთ. უროლოგი (1994). 1964 დაამთავრა ლენინგრადის სახელმწ. პედიატრიის ინ-ტი; 1969–72 მუშაობდა თბილ. ბავშვთა #5 საავადმყოფოს უროლოგად, 1972–89- იდან – უროლოგიის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყ-ბის უმცროს, შემდეგ კი უფროს და წამყვან მეცნ. თანამშრომლად; 1994-იდან იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინტის ბავშვთა ქირურგ. კათედრის პროფესორი. გ. იყო საქართვ. ბავშვთა უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2000), საქართვ. ბავშვთა ქირურგთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (2000). გ. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიისა და 7 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მისი სამეცნ. შრომები ეხება ბავშვთა ქირურგიის და უროლოგიის აქტუალურ საკითხებს. თხზ. : თირკმლის და შარდსაწვეთის ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1978; შარდის შეუკავებლობა ბავშვთა ასაკში, თბ., 1991; "მწვავე" სათესლე პარკი ბავშვებში, თბ., 2004.




ოთარ შოთას ძე

(19.II. 1931, ქუთაისი, – 8. I. 2007, ბათუმი), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საქართვ. პედაგოგიურ მეცნ. აკადემიისა (1998) და საქართვ. განათლების მეცნ. აკადემიის წევრი (2001). 1964 დაამთავრა ბათუმის პედ. ინ-ტის რუსული ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი, 1973 – ლენინგრადის კულტურის უმაღლესი სკოლა. 1949-იდან მუშაობდა ხულოსა და ბათუმის სკოლების მასწავლებლად, აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივ თანამდებობაზე განათლების, კულტურის, სპორტის ორგანიზაციებში. 1993–2007 იყო შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. უნ-ტის დაწყებითი განათლების კათედრის გამგე. გ-მ ჩამოაყალიბა ესთეტ. აღზრდის სისტემის თეორ. მოდელი, რ-იც ხელს უწყობს მოზარდი თაობის ჰარმონიულ აღზრდას. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.




პანტელეიმონ ივანესძე

(17. VIII. 1925, სოფ. გორმაღალი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 3. III. 2009, თბილისი), საბჭოთა არმიის გენერალმაიორი (1971). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიის ფრონტზე. დაამთავრა ალმა-ათის საკავალერიო სასაზღვრო სასწავლებელი (1948), სსრკ შს სამინისტროს სამხ. აკადემია (1956), სსრკ შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სამხ. აკადემია (1969). მუშაობდა ამიერკავკ. სასაზღვრო ოლქის შტაბში, შემდეგ – აღმ. სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილედ (1969–73). 1973–76 მუშაობდა მონღოლეთში. 1976–79 იყო შუა აზიის სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე, 1979–82 – ამიერკავკ. სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე. 1982–85 მუშაობდა კუბაში, 1985–87 – კვლავ მონღოლეთში. 1987–90 იყო საქართვ. სახელმწ. თავდაცვის საბჭოს მდივანი, 1991–92 – საქართვ. სასაზღვრო ჯარების სარდალი, 1992–93 – სამშვიდობო ძალების სარდალი საქართველოს მხრიდან შიდა ქართლში. 1993-იდან იყო საქართვ. ერთიანი კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, კომუნისტურ პარტიათა კავშირის (სკკპ-ის საფუძველზე) თავ-რის მოადგილე, საბჭ. ოფიცერთა კავშირის თავ-რის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები. ლ. დოლიძე.





ჯონდო პარმენის ძე

ჯ. გიორგაძე.

(12. VII. 1934, სოფ. ზემო ხედი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 2008, თბილისი), ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი, საპატიო რკინიგზელი (2002). 1957 დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი. 1958- იდან მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის სპეც. საკონსტრუქტურო ბიუროში (1990-იდან – მთ. კონსტრუქტორი). 1959–64 უშუალოდ მონაწილეობდა ქართული ცვლადი დენის ვლ40 მარკის სამგზავრო ოთხღერძიანი და ვლ10 მარკის სატვირთო რვაღერძიანი მაგისტრალური ელექტრომავლების შექმნაში. შემდგომ წლებში მისი ხელმძღვანელობით ქარხანაში დაინერგა მრავალი მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე. მუდმივი დენის ოთხღერძიანი ელექტრომავლის 4E1-ის გამოკვლევის, დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვისათვის გ-ს, ავტორთა ჯგუფთან ერთად, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (2002). თხზ Особенности электрических схем электровозов ВЛ 11, М., 1982 (თანაავტ. Д. Н. Болашвили).







ჰამლეტ გრიგოლის ძე

(25. VI. 1937, თბილისი, – 1. III. 2005, იქვე), აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1984). 1960 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინტის ეკონ. ფაკ-ტი. 1965-იდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართვ. სახელმწ. აგრარულ უნტში: 1970–76 – მათ. მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ; 1976–2005 – სოფ. მეურნეობის ეკონ. კათედრის გამგედ, პრორექტორად (1978–80). ავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების. მისი სამეცნ. შრომები ეხება სას.-სამ. წარმოების ეკონ. ეფექტიანობის, სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის, აგრ. პოლიტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).