გიორგბერიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე ალექსის ძე (25. VII. 1906, ხონი,– 24. X. 1994, თბილისი), აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. კანდიდატი (1952), პროფესორი (1961), აფხ. არ (1961) და საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1934 დაამთავრა მოსკ. კ. ტიმირიაზევის სახ. სას.-სამ. აკადემია. 1957-იდან იყო ქუთ. სას.- სამ. ინ-ტის დირექტორი, 1959–73 – საქართვ. სუბტროპ. მეურნ. ინტის რექტორი, 1973–92 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მემცენარეობის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. დაამუშავა დას. საქართვ. პირობებში საკონსერვო ბოსტნეულის აგროტექ. საკითხები. შეისწავლა მწვანე ბარდის ჯიშების აგროტექნიკა და დანერგა ისინი საქართველოში როგორც შუალედური კულტურები. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და სელექციურად გაუმჯობესებულია საკონსერვო ხილბოსტნეულის 23 ჯიში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.