გიორგიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ. გიორგიძე.

გიორგი გრიგოლის ძე [5 (17). X. 1889, თბილისი, – 26. II. 1974, იქვე], ბიბლიოთეკათმცოდნე, ბიბლიოგრაფი. 1909 დაამთავრა თბილ. გიმნაზია, 1915 – მოსკ. უნტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. 1916– 37 ეწეოდა პედ. და საბიბლიოთეკო მოღვაწეობას. 1938 მუშაობა დაიწყო თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას უნტი), სადაც სხვადასხვა დროს იყო ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის პირველი გამგე და ბ-კის გამგე. იკვლევდა საქართველოში საბიბლიოთეკო განათლების, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის (როგორც გამომცემლის), ქართ. ფაქსიმილური გამოცემებისა და სხვა საკითხებს. გ-მ საქართველოში პირველმა შეადგინა და გამოსცა (1970) სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის – „საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია“, აგრეთვე "საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი" (1962, 1974 თანაავტორი გ. კარტოზია). გ. იყო თვალსაჩინო ბიბლიოფილი. მონაწილეობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. ბ-კის დაარსებაში, როგორც პირველი ფონდის დამკომპლექტებელი და დირექტორი. ამავე ბ-კას გადასცა საკმაოდ მდიდარი პირადი ბ-კა.



გიორგიძე ეთერ გიორგის ასული

(14. V. 1919, თბილისი, – 27. VII. 2009, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976). 1941 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი. 1941–43 მუშაობდა ზაჰესში. 1945-იდან სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (ახლანდ. ტექნიკური უნ-ტი) ლითონთმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრაზე. 1984–2005 იყო იმავე კათედრის კონსულტანტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ .: ლითონთმცოდნეობა, თბ., 1968; ლითონთა ტექნოლოგია, თბ., 1973 (თანაავტ. ი. ჯანელიძე); მასალათმცოდნეობა, თბ., 1984