გიორგი ალასტანელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 6. VIII. 1373), `"როვინციის მეფე ", ძე ანდრონიკე "პროვინციის მეფისა", დავით VIII-ის შვილიშვილი. საქართველოს ცენტრ. ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები (იხ. სტ. ალასტანელები ) "გახელმწიფებას" ცდილობდნენ და "პროვინციის მეფეებად" იქცნენ. გ. ა-ს, როგორც ჩანს, საქართვ. სამეფო კართან უკმაყოფილება არ ჰქონია. დაიღუპა თურქ დამპყრობლებთან ბრძოლაში. 1433 მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისთვის გადაცემული შეწირულების წიგნიდან ვიგებთ, რომ კათოლიკოს თეოდორეს თურქთაგან გ. ა-ის მოწამებრივი სიკვდილის მაგალითით ჯარი გაუმხნევებია ["ამა უსჯულოთა (აგარის) ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალნი ქრისტიანელნი წამებითა აღუსრულებიან"]. ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., მეფე გიორგი, ანდრონიკეს შვილი ალასტანელი, მის წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914; ნ ი ნ ი ძ ე დ., "პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995; ო დ ი შ ე ლ ი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964. ჯ. ოდიშელი