გიორგი ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (დაახლ. 1570–12. III. 1605), კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე IIის მესამე ვაჟი. 1601, როცა მისმა ძმამ დავითმა (იხ. დავით I , კახეთის მეფე) მამის ტახტი მიიტაცა, გ. ბ. დავითის წინააღმდეგ გამოვიდა. დავითმა შერიგების მიზნით გ. ბ-ს საუფლისწულო უბოძა. 1602 გ. ბ-მა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ. შეთქმულება გამჟღავნდა. გ. ბ. მცხეთის კათოლიკოსმა შეიფარა, მაგრამ ქართლის მეფემ – გიორგი X-მ იგი დავითს გადასცა, მან კი საპყრობილეში ჩასვა. დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ მამამ გ. ბ. ციხიდან გაათავისუფლა. 1604 დასაწყისიდან 1605 მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გ. ბ. კახეთს განაგებდა. 1604 აგვ-ში მან რუს. ხელმწიფის ელჩები მიიღო. 1604 ოქტ-ში დაამარცხა ქ. ძეგამში სალაშქროდ 27 მიმავალი განჯა-შემახის ხანები. ამ ლაშქრობაში გიორგის ახლდა 40 მეთოფისაგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი. 1605 წ. 1 იანვ. გ. ბ-მა დარბაზის წევრებთან ერთად რუს. ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. იგი მამასთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ – კონსტანტინე I-მა. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973. გ. ჯამბურია


გიორგი ბატონიშვილი

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (2. VIII. 1712, თბილისი, – 19. XII. 1786, მოსკოვი), მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური, ვახტანგ VI-ის ძე. რუს. იმპერიის არმიის გენერალ- ანშეფი, მეცენატი, ქველმოქმედი. 1724 მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში გაემგზავრა. მამამ იგი პეტერბურგის საიმპერატორო კარზე გაგზავნა, სადაც დაეუფლა რუს., გერმ. და ფრანგ. ენებს. აქ შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხ. ხელოვნება. წერდა ლექსებსაც. გ. ბ. რუსეთ-შვედეთის ომის (1741– 43) დროს მეთაურობდა ესკადრას. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1747–48), შვიდწლიან ომში (1756– 63). ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) გ. ბ. მოსკ. ქართ. ახალშენის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშ. საქმიანობა გაშალა. პრესნიაზე, ქართ. დასახლებაში, მთავარმოწამე წმ. გიორგის საყდარი ააგო. შემდეგ შეიძინა სხვა მამულები და გააფართოვა სამეურნ. საქმიანობა მოსკ. მაზრაში, ასტრახანში, ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში. მოსკოვში მოაწყო მდიდარი ბ-კა. მის სასახლეში თავს იყრიდნენ ქართვ., რუსი და ევრ. მოღვაწენი. სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლ. ინვენტარს და სხვ. საჩუქრებს. გ. ბ-ს ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკ. უნ-ტის მესვეურებთან, 1785 უნ-ტს შესწირა 10 ათ. მანეთი (ოქროთი). ამის აღსანიშნავად უნ-ტის შენობაში 100 წელზე მეტხანს გამოკრული იყო მისი მოსახსენიებელი დაფა. დაკრძალულია მოსკ. ქართველთა ნეკროპოლში – დონის მონასტერში. გ. ბ. დაჯილდოებული იყო წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I ხარისხისა და წმ. ნინოს (პორტუგალია) ორდენებით. ლიტ .: რ უ ხ ა ძ ე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., ქართული კულტურის კერის შექმნა მოსკოვში, «ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში», 1968, #2; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955; Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2002. ფ. სიხარულიძე.



გიორგი ბატონიშვილი

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (1778–1807), იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი. უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გ. ბ-ს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების (1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გ. ბ-ის მცირეწლოვნებით და იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე (დავით II) დასვეს (1785). 1789 იმერეთში გამეფებულმა სოლომონ II-მ გ. ბ., როგორც ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა (1795). 1806 წ. 15 ოქტ. გ. ბ-მა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა. სიცოცხლის ბოლო წლები მოსკოვში გაატარა. ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში აღწერს მუხურის ციხეში ყოფნის წლებს, იქიდან გამოპარვას; ღრმა სინანულს გამოთქვამს იმერეთის ტახტის დაკარგვის გამო. გ. ბ-ს ჰყავდა ორი ვაჟი: ალექსანდრე (გენ.-ლეიტენანტი) და დიმიტრი ბაგრატიონები (გენ.- მაიორი), რ-ებიც რუს. არმიაში მოღვაწეობდნენ. წყარო : Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. 3, Тфл., 1869. ლიტ .: ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილისშვილის ბატონიშვილის გიორგისა, «მოამბე», 1900, #5. ო. სოსელია