გიორგი კედრენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Geōrgios ho Kedrēnos),XI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი. მისი თხზულება `ისტორიული მიმოხილვა~ წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1059-მდე, იგი კომპილაციური ხასიათისაა. გ. კ-ს საინტერესო ცნობები აქვს ქართველების შესახებ. აღწერს ლაზიკის ურთიერთობას ბიზანტიასა და ირანთან VI ს-ში; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია X–XI სს-ის ცნობები საქართველოს შესახებ: ბასილი II-ის ლაშქრობები საქართველოში, გიორგი I-ის მეფობა და ბაგრატ IV-ის ბიზანტიასთან ურთიერთობა; ლიპარიტ IV ბაღვაშისა და ბაგრატ IV-ის კონფლიქტები. ეს ცნობები ავსებს და აზუსტებს ქართ. წყაროთა მონაცემებს. თხზ .: Ioannis Scylitzae ope, ed. I. Bekker, v. 1–2, Bonnae, 1838–39;[წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963. ნ. ლომოური.