გიორგი კოდინე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Geōrgios ho Kodinos),ისტორიული ქრონიკების ავტორი, რომლის ბიოგრაფია უცნობია. მას მიაკუთვნებენ ორ ნაწარმოებს: 1) "პატრია" ("Patria" ან "Patria Konstantinoupoleos"),სავარაუდოდ შეთხზული უნდა იყოს XI–XII სს-ში. შედგება 5 ნაწილისაგან. მასში მოცემულია ქ. კონსტანტინოპოლის დაარსების ამბავი და ტოპოგრ. აღწერა. უკანასკნელი ნაწილი – `წმინდა სოფიოს ტაძრის აშენების შესახებ~ – უმეტესად ლეგენდარულ ცნობებს შეიცავს. ნაშრომი შუა საუკუნეებში ქართულად ყოფილა თარგმნილი (ერთ-ერთი ხელნაწერი გამოსცა ე. თაყაიშვილმა); 2) თხზულება `Dე ოფფიციის~ ბიზანტ. სამეფო კარის თანამდებობათა კრებულია. იგი XIV ს-ში უნდა იყოს შედგენილი, ლიტ-რაში ფსევდოკოდინეს ნაწარმოებს უწოდებენ. მასში მოიპოვება მოკლე ცნობა საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ასულის, ბიზანტიის დედოფლის მარიამის შესახებ. თხზ . [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966. ლიტ .:K r u m b a c h e r K., Geschichte der Byzantinischen Literatur, Münch., 1897 ნ. ლომოური.