გიორგი მაწყვერელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელები. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა. XVII ს.

აწყურის ეპისკოპოსი X ს. I ნახ. მოხსენიებულია ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში". გ. მ. დაბადებულა შუარტყლის ხევში (კლარჯეთი), წარჩინებულ მშობელთა ოჯახში. ბერად აღკვეცილა და საეკლ. აღზრდა- განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში. გ. მ. პირადად იცნობდა მიქაელ პარეხელს და მის მოწაფეს – სერაპიონ ზარზმელს . განსაკუთრებით დაუახლოვდა ამ უკანასკნელს მას შემდეგ, რაც გ. მ. უშუალოდ ჩაერია გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრეობისათვის ატეხილ შინაომში და "დაიპყრა საყდარი აწყურისაΩ". ბასილი ზარზმელის ცნობით, მან "პელთ-იდვა განგებაΩ სამცხისაΩ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თვსი, ვითარცა წეს-იყო, და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი". გ. მ-ს ბასილი ზარზმელისათვის მიუწოდებია ცნობები მიქაელ პარეხელისა და სერაპირონ ზარზმელის შესახებ. გ. მ. იხსენიება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც" იმ ცნობილ საეკლ. მოღვაწეთა შორის, რ-ებსაც, გიორგი მერჩულის რწმენით, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა შეჰფეროდათ. კ. კეკელიძის აზრით, გ. მ. თავის დროისათვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერს მოუღწევია. გ. მ. შერაცხეს წმინდანად და ეწოდა ღირსი. ხსენების დღეა 2 (15). IV. წყარო : ცხორებაΩ სერაპიონ ზარზმელისაΩ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, თბ., 1963. ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.