გიორგი მცირე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხ უ ც ე ს მ ო ნ ა ზ ო ნ ი (გ. XI ს. 80-იან წლებში), მწერალი, გიორგი მთაწმიდელის მოწაფე. თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ მთაზე, იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში, ათონის მთაზე. გიორგი მთაწმიდელის ნეშტის კონსტანტინოპოლიდან ათონის მთაზე გადასვენების შემდეგ გ. მ. სამუდამოდ იქ დამკვიდრდა. 1066–68 მან გიორგი შეყენებულისა და იოანე ჭყონდიდელის დავალებით აღწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება და სას.-სამწერლო მოღვაწეობა. თხზულება შემოგვინახა XI ს. (1074) ხელნაწერმა (შ–353), დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თხზულების ენა სადა და ხატოვანია, თხრობა – შთამბეჭდავი, ზოგი პასაჟი გიორგი მთაწმიდელის `იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების~ მიბაძვით არის დაწერილი. მასში არ არის მოცემული თარიღები, არც გიორგი მთაწმიდელის თხზულებათა სრული ნუსხა. არის ზოგიერთი უზუსტობაც. მიუხედავად ამისა, თხზულება ქართ. ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ავტორი ამჟღავნებს ღრმა განსწავლულობასა და დახვეწილ ლიტ. გემოვნებას. ძეგლში საყურადღებო ცნობებია ბაგრატ IV-ის მეფობისა და საქართველო- ბიზანტ. იმდროინდელ ურთიერთობათა შესახებ. პირველად გამოსცა მ. საბინინმა (კრებ. `საქართველოს სამოთხე~, 1882). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923), პარაფრაზირებული თარგმანი გამოაქვეყნა მ. საბინინმა (`Полное жизнеописание святых грузинской церкви“, ч. 2, СПб., 1872). თხზ .: ცხორებაQ და მოქალაქობაQ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967. ლიტ .: ა ფ ც ი ა უ რ ი ჯ., გიორგი მცირის გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება (მონოგრაფია), თბ., 1980; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ., 1960; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977. რ. მიმინოშვილი.