გიორგი პაქიმერე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Geōrgios Pachymerēs)(1242, ნიკეა, – დაახლ. 1310, კონსტანტინოპოლი), ბიზანტიელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტი. მის "ისტორიაში" მოთხრობილია ბიზანტ. ცხოვრება (1259–1308). იგი აღწერილი ამბების უშუალო მომსწრე და თვითმხილველია, მოეპოვება საყუ33 რადღებო ცნობები საქართველოს შესახებ, მაგ., საქართვ. მეფე [[დავით VI]] ნარინზე, რ-საც ცოლად ჰყავდა იოანე დესპოტის (პალეოლოგოსის) ქალიშვილი; კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეზე, წარმოშობით ლაზზე; შავი ზღვის სანაპიროზე მონღოლთა ლაშქრობის შესახებ. დაწვრილებითი ცნობები აქვს ტრაპიზონის იმპერიაზე იმ პერიოდში, როცა მას მართავდნენ იმპ. იოანე II (1280–97) და ალექსი II (1297–1330) კომნენოსები. ეს ცნობები ეხება როგორც ტრაპიზონის იმპერიის პოლიტ. ისტორიას, ისე ეთნ. შემადგენლობას. გ. პ-ს თხზულება ამ პერიოდის ტრაპიზონის ისტორიის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

თხზ . [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967. ნ. ლომოური.