გიორგი ფრანძესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Geōrgios Phrantzēs)(1401, კონსტანტინოპოლი, – 1478-ის შემდეგ), ბიზანტიელი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი. 1449 დესპანად იყო ქართლსა და ტრაპიზონში იმპ. კონსტანტინე XI-თვის (1449–53) საცოლის შესარჩევად. 1451-იდან დიდი ლოგოთეტია. მისი საისტორიო ნაშრომი, "მცირე ქრონიკა", აგვიწერს 1413–77 ამბებს. აქ მოთხრობილია აღნიშნული ელჩობის ამბავი. მასში მრავალი მნიშვნელოვანი ცნობაა გიორგი VIII-ის მეფობის დროინდელი (1446–66) ქართლის საშინაო ვითარების, ოსმალებსა და ტრაპიზონის იმპერიასთან ურთიერთობის შესახებ. მეორე ნაშრომი "ვრცელი ქრონიკა", რ-იც გ. ფ-ის სახელით იყო ცნობილი, როგორც გაირკვა, მას არ ეკუთვნის.

თხზ. [წგ.]: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970. ნ. ლომოური.