გიორგი ქსნის ერისთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსნის ერისთავი 1774–77, ყულარაღასი (მეფის მცველი). ხშირად ეურჩებოდა ერეკლე II-ს და ლეკთა დაქირავებული რაზმით არბევდა ქართლის სოფლებს. 1777 აჯანყდა და ქსნის საერისთავოს ციხეები გაამაგრა. ერეკლე II-მ შერიგების მიზნით მოციქულები გაუგზავნა, მაგრამ გ. ქ. ე. არ დაემორჩილა. ერეკლე II-მ გიორგი ბატონიშვილისა და ლევან ბატონიშვილის მეთაურობით ჯარი შეგზავნა საერისთავოში. მათ საერისთავოს ციხეები ბრძოლით აიღეს, გ. ქ. ე. შეიპყრეს და თბილისში ჩამოიყვანეს (1777 დეკ.). ერეკლე II-მ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ საერისთავო გააუქმა, მისი დიდი ნაწილი სახასოდ გამოაცხადა და გიორგი ბატონიშვილსა და იულონ ბატონიშვილის გადასცა. ერისთავის შვილებს დარჩათ მცირე მამული გვერდისძირზე და შიდა ქართლში.

წყარო : ბ ა რ ა თ ა შ ვ ი ლ ი ი., ცხოვრება- ანდერძი, ა. იოსელიანის გამოც., თბ., 1950; დ ა ვ ი თ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი ისტორია, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.

ლიტ .: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955. გ. ჯამბურია.