გიორგი ღმერთშემოსილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1068), სასულიერო მოღვაწე, ასკეტი, დაყუდებულად წოდებული. მოღვაწეობდა შავ მთაზე. თავშესაფარი იპოვა "მიუვალი მთის ნაპრალებში", რის გამოც შეყენებულსაც უწოდებენ. მას საქართველოდან წასული გიორგი მთაწმიდელი დაემოწაფა, რ-იც გ. ღ-მა სამი წელი მონასტერში დაამკვიდრა, შემდეგ "სქემით აკურთხა და ამით სრულყო მონაზნობა მისი". გ. ღ-ის კურთხევით და შეგონებით გიორგი მთაწმიდელი ათონზე გაემგზავრა და გააგრძელა [[ექვთიმე მთაწმიდელი]]ს დაწყებული საქმე. გ. ღ-მა დიდი წვლილი შეიტანა ქართ. სას. მწერლობის განვითარებაში. გ. ღ. ქართ. ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, მისი ხსენების დღეა 3 (16) ივლისი. თ. მარგველაშვილი.