გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. დაახლოებით 1118), საქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლ. 1104–18, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს პირველი მფლობელი, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტ. მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი. ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115). გ. ჭ. საქართველოში ყივჩაყთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო. ამ მისიით იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ჩრდ. კავკასიაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ დაკრძალულია გელათში, მეფეთა საძვალეში. წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ.,1955.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, 2004 წელი – რუის-ურბნისის 900 წლისთავი, თბ., 2002; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928. რ. მეტრეველი.