გიორგი ხუცესმონაზონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გ ი ო რ გ ი ხ უ ც ე ს მ ო ნ ა ზ ო ნ ი. შიომღვიმის ოთხთავი. ფრაგმენტი. XII–XIII სს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. თბილისი.

XII ს. დასასრ. და XIII ს. დასაწყ. კალიგრაფი. მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში . გადაწერა შიომღვიმის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H–1344) და ტიბიკონი (H–1349). ორივე წიგნი დაწერილია ნუსხურით, ლამაზი, გაწაფული ხელით. ოთხთავში ოთხი მახარებლის ოსტატურად შესრულებული სურათია ჩართული (ყავისფერსა და მომწვანო-ოქროსფერ ფონზე მხატვარს გამოყენებული აქვს კაშკაშა წითელი ფერი). განვითარებული სახის კამარები (სვეტისთავებით, ანტაბლემენტში ჩართული თაღებით, ჩიტებით, ყვავილებით, ჭაღებით და სხვ.) დახვეწილი და ფერადოვანია, უმთავრესია ლურჯი და ოქროსფერი, აქა-იქ სოსანიც. დაუდგენელია, მინიატიურებიც გ. ხ-ის შესრულებულია თუ არა.