გიორგი I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მეფე (998 ან 1002–16. VIII. 1027), საქართველოს მეფე 1014–27, ბაგრატ III-ის ძე. გამეფებისთანავე მცირეწლოვან მეფეს დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ და კახეთ-ჰერეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გ. I-მა ისარგებლა იმით, რომ ბიზანტ. იმპ. ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, 1014–16 შეიჭრა ტაოში და დაიბრუნა იგი. 1019 ბასილი II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გ. I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. გ. I-მა კარგად იცოდა, თუ რაოდენ ძნელი იქნებოდა ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ და საომრად დიდი მონდომებით დაიწყო მზადება. მან თხოვნით მიმართა ბიზანტიის მოწინააღმდეგეს, ეგვიპტის სულთანს – ალ-ჰაქიმს და ერთობლივი საომარი ოპერაციები შესთავაზა, მაგრამ სულთნის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეს კავშირი ვერ განხორციელდა. ბიზანტიასთან ომში გ. I-ის მოკავშირეები იყვნენ კახეთ-ჰერეთი, მეზობელი სომეხი მეფეები: ანისის მეფე იოანე-სუმბატი და მისი ვასალი ვანანდის სამეფო, ვასპურაკანის მეფე სენექერიმი. 1021 ბიზანტ. ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ ( იხ. შირიმნის ბრძოლა 1021 და საქართველო-ბიზანტიის ომები XI საუკუნეში ) . გ. I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომის გაგრძელებას, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახ. ლაშქრობისთვის სამზადისს შეუდგა. გ. I-მა საზავო მოლაპარაკება გამართა, ამასთანავე, ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე ფოკას და ქსიფეს მეთაურობით. გ. I-მა კავშირი დაამყარა მათთან და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა და მასში ქართველთა მონაწილეობაც გამჟღავნდა. კეისარმა გ. I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართვ. მეფემ ბასილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მან განაახლა საზავო მოლაპარაკება და თან ბრძოლისათვის მზადება, მაგრამ ბასილი II-მ დაასწრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გ. I-ის მხარეზე იყო, საბოლოოდ კი ქართველები დამარცხდნენ. 1022/23 გ. I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებზე: სადავო ტერიტ. ისევ ბიზანტიამ მიიტაცა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი 3 წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე. წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. როგორც ჩანს, გ. I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნი17 კიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რ-ის მონაწილეც გ. I იყო. გ. I-ის მეფობის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი. წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ს უ მ ბ ა ტ დ ა ვ ი თ ი ს ძ ე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე. ლიტ. : კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ც ქ ი ტ ი შ ვ ი ლ ი ო., მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის გიორგი I-ის მეფობის ხანაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1968, #4; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2). მ. ლორთქიფანიძე.


გიორგი I ა ღ წ ე ფ ე ლ ი

აფხაზთა (დას. საქართველო) მეფე 861–868; ლეონ II-ის ძე. გამეფებამდე მისი საუფლისწულო მამული იყო ა ღ წ ე ფ ი (აქედანაა ზედწოდება – აღწეფელი). თავისი წინამორბედებივით ცდილობდა დაუფლებოდა ქართლს, რაც დროებით შეძლო კიდეც. `მატიანე ქართლისას~ ცნობით, `გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი~ და იქ ერისთავად თავისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის ვაჟი, ბაგრატი დასვა. წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. ლიტ.А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959. ზ. ანჩაბაძე


გიორგი I იმერეთის მეფე

გიორგი I (გ. 1392), იმერეთის მეფე 1389–92, ბაგრატ I ერისთავის ძე. გ. I-ის გამეფების დროს იმერეთის, მ. შ. ქუთაისის, ზოგიერთი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ საქართვ. მეფეს ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრეს – გიორგის ეჭირათ. გურიის, ოდიშისა და სხვა მთავრებიც მათ მხარეზე იყვნენ და გ. I-ის მეფობას არ ცნობდნენ. გ. I-მა მოახერხა აღნიშნულ ციხესიმაგრეთა დაკავება. 1390 გ. I-მა აფხ. (დას. საქართველო) კათოლიკოსად არსენი დასვა და ამით სას. ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა. 1392 ოდიშის მთავრის ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა; თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა. წყარო : ვ ა ხ უ შ ტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: ბ რ ო ს ე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900. ო. სოსელია



გიორგი I ქართლის კათოლიკოსი

(დაახლ. 677–678 წწ.). წყარო : "მოქცევაΩ ქართლისაΩ", შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ.2 გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979