გიორგი III დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1582), ოდიშის (სამეგრელო) მთავარი 1572–73, 1578–82, ლევან I დადიანის ძე. მუდმივი მტრობა ჰქონდა გურიის მთავართან. 1573 გიორგი II გურიელის დახმარებით ტახტი წაართვა ძმამ – მამიამ (მამია IV დადიანი). გ. III დ. აფხაზეთში გაიქცა და შეეცადა აფხაზთა, ჯიქთა და ჩერქეზთა დახმარებით ტახტი დაებრუნებინა, მაგრამ კვლავ დამარცხდა. 1578 იგი იმერეთის მეფის გიორგი III-ის დახმარებით შეურიგდა ძმას, გურიელს და ტახტი დაიბრუნა. წყარო : ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., ნაწ. 2, ტფ., 1913. ლიტ. : გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962. თ. ბერაძე.