გიორგი II დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოდიშის (სამეგრელო) ერისთავი 1345–84. ჰქონდა მანდატურთუხუცესის ტიტული. გ. II დ-ს, საკუთრივ ოდიშის საერისთავოს გარდა, ემორჩილებოდა გურიის საერისთავო და სვანეთის საერისთავოს ერთი ნაწილი (ბალს ქვემო სვანეთი). მისი ვაჟით, კახაბერით, დაიწყო გურიის საერისთავოს ბოლო დინასტია (იხ. კახაბერ I გურიელი). გ. II დ-ს დიდი წვლილი მიუძღვის ბედიის სამონასტრო კომპლექსის განახლებაში. მისი ფრესკა მეუღლესთან, დედოფალ მარეხთან ერთად, გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე. დიდი ღვაწლი დასდო ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. დაკრძალულია ხობის მონასტერში. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წგ. 2, ტფ., 1914; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999. თ. ბერაძე.