გიორგი IV გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის მთავარი 1711–26 (დროგამოშვებით), მამია III გურიელის ძე. 1711 გურიელად დასვა მამამისმა, რ-იც მაშინ იმერეთის მეფე იყო. 1712–14 ტახტი წაართვა ძმამ – ლევან გურიელმა . 1716 გიორგი იმერეთში გაამეფა ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო. 1717 გააძევა ძმამ – ქაიხოსრო III გურიელმა, თუმცა ოსმალთა დახმარებით ტახტი მალევე დაიბრუნა. იმავე წელს (1717) ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან. ამჯერადაც მაშინვე შეძლო ძალაუფლების აღდგენა. გ. IV გ-ს ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ VI -თან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 1723 ოსმალებმა დაიკავეს ციხისძირის, ქობულეთის, შეკვეთილის, სეფისა და გრიგოლეთის ციხეები და გურია ზღვას მოსწყვიტეს. ლიტ. იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი. ქ. ჩხატარაიშვილი.