გიორგი IX

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლის მეფე 1525– 27, კონსტანტინე II-ის ძე. ტახტზე ავიდა თავისი უფროსი ძმის დავით X-ის ბერად აღკვეცის შემდეგ. 1527 (სხვა ცნობით – 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილის ლუარსაბ Iთვის. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ. : ო დ ი შ ე ლ ი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964. დ. კაჭარავა.