გიორგი I გურიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1512), გურიის მთავარი 1483–1512, კახაბერ I გურიელის ძე. ისარგებლა რა იმერეთში ოსმალთა შემოსევით, უარი თქვა იმერთა მეფის მორჩილებაზე. XVI ს. დასაწყისში მოიგერია ოსმალთა შემოსევა ჭანეთის ჩრდ. ნაწილში, რ-იც მაშინ გურიის სამთავროში შედიოდა. 1511 სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკთან ბრძოლაში დაკარგა აჭარა და ჭანეთი. ლიტ. იხ. სტ-თან გ ი ო რ გ ი V გ უ რ ი ე ლ ი. ქ. ჩხატარაიშვილი.