გიორგი I დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. 1323), ოდიშის (სამეგრელო) ერისთავი, ბედან დადიანის ძე. პირველად 1293 იხსენიება ოდიშის ერისთავად, თუმცა როდის მიიღო ეს ტიტული, უცნობია. იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდ. ომებში, რ-იც დას. საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ. გ. I დ-ის დროს ოდიშის საერისთავოში აიგო ხობის ტაძარი. იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდ. კედელზე შესაბამისი წარწერით, რ-ის მიხედვით ირკვევა, რომ გ. I დ. ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს. მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში. გ. I დ-მა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დას. საზღვარი მდ. კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე (დღევანდ. მდ. ფსირცხა) გადაიტანა. წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973. ლიტ .: ბ ე რ ა ძ ე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ილ. ანთელავას საერთო რედ., თბ., 1999. თ. ბერაძე