გიორგობიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. გ ი ო რ გ ო ბ ი ა ნ ი. "თედორე შალიაპინის სახლ-მუზეუმი". 1960. პრესლავი. ბულგარეთი.

ვახტანგ ალექსის ძე (28. VIII. 1914, თბილისი, – 28. II. 1990, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1971). 1942 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგი ი. შარლემანი ). 1954-იდან იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას (1970- იდან – პროფესორი). 1945- იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ-ს ეკუთვნის პლაკატები: "ახალგაზრდობა, ჩვენი იმედი" (1954), "1945–1985" (II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით); ი. შარლემანის (1956), მ. თოიძის (1956) პორტრეტები. მხატვრულად გააფორმა ნ. ლორთქიფანიძის "რჩეული ნაწერები" (1953), ლ. მენაბდის "სულხან-საბა ორბელიანი" (1954), ი. ჯორჯაძის "საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია" (1987). დახატა საქართვ. ხუროთმოძღვრული ძეგლები: "ანანურის ეკლესია" (1983), "ტიმოთესუბნის ტაძარი" (1985); შექმნა თემატური სურათები: "ჰიმნი საქართველოს" (1950) და სხვ.



გიორგობიანი

ი. გიორგობიანი.

ინგა დურმიშხანის ასული (დ. 21. XI. 1968, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა, ქალთა სამეული). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1990). დაამთავრა თსუ (1991). მსოფლიოსა და ევროპის აბსოლ. ჩემპიონი (1988); მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (1990). სსრკ ექვსგზის (1985–90) ჩემპიონი (სამგზის აბსოლუტური), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1988, 1990). გამოდიოდა სამეულში ნ. ანისიმოვასთან და ს. მაკარიჩევასთან ერთად, შემდეგ – ნ. ანისიმოვასთან და ი. ოვოიანთან ერთად. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004). მწვრთნელები: ვ. გურგენიძე , ნ. თავართქილაძე







გიორგობიანი

ოთარ ლეონტის ძე (12. IV. 1926, თბილისი, – 24. XI. 2005, იქვე), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1994), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1987). 1959 დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის ტექნოლოგიის ფაკ-ტი. 1952-იდან იყო სხვადასხვა სახელმწ. და სამეურნეო თანამდებობებზე. 1973–88 მუშაობდა ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში განყბის გამგედ; 1988–2000 – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინტის დირექტორის მოადგილედ. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა ინ-ტში. მისი სამეცნ. შრომები ეხება კვების მრეწველობის ეკონ. საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).



გიორგობიანი

რ. გიორგობიანი.

რამაზ დუტუს ძე (16. IV. 1946, თბილისი, – 25. II. 1996, იქვე), მსახიობი და რეჟისორი. დაღესტნის დამს. არტისტი (1971). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1971) და შოთა რუსთაველის სახ. საქართვ. თეატრ. ინ-ტის კინო-სარეჟისორო ფაკ-ტი (1979). გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი "მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი "თითქმის ორი თვე" (1980) და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "მოდი ვილაპარაკოთ" (1986). 1965-იდან გადაღებულია ფილმებში: ნიკო ("გიორგობისთვე", 1966), ქოლგიანი ბიჭი ("ქოლგა", 1967), რამაზი ("სერენადა", 1969), ლეიტენანტი დათა ("ფილატელისტის სიკვდილი" 1969), ჩამსულა ("ადამი და ჰევა", 1969), ბაჰადური ("სამკაული სატრფოსათვის", 1971), დათო მგალობლიშვილი ("მხიარული რომანი", 1972), რეზო ("ეს ჩემზე ძლიერია", 1974), იუსუფი ("მთიელი ქალი", 1977), სოსო ("ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", 1983; სსრკ სახელმწ. პრემია, 1985) და სხვ. ა. გვენცაძე