გიოშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნ. გიოშვილი.

ნოდარ ალექსის ძე (დ. 21. III. 1935, თბილისი), ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. 1959 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1959–65 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალური სამეცნ. ბ-კის სწავლული მდივანი, 1965–66 – ა. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინტის მეცნ. მუშაკი, 1966–86 – ქსეის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნ. რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი, 1986-იდან – სამეცნ. კონტროლის რედაქციის გამგე; 2002-იდან არის სამეცნ., სალიტ. კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე. გ-ის პირველი გერმ. თარგმანები დაიბეჭდა 1956 ბერლინში ("აკაკის ნაკვესები", გაზ. «ტრიბიუნე»). გერმანულად თარგმნა აგრეთვე სულხან-საბას იგავ-არაკები; ქართულად – კ. რომელის "კავკასიის ხალხები" (2011). ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის 1987 მიენიჭა საქართვ. კულტურის დამს. მუშაკის წოდება. ავტორია მასში დაბეჭდილი მრავალი სტატიისა. ქსე-ის გარდა, გ. მონაწილეობდა სხვადასხვა პერსონალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიების, ლექსიკონების, მონოგრაფიების და ა. შ. რედაქტირებაში.