გირავნობის კანონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რ ე კ ლ ე I I - ი ს ა, საგანგებო დადგენილება, რ-იც აწესრიგებდა აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 თბილისის აოხრებისა და დაწვის შემდეგ წარმოშობილ სადავო საკითხებს დაგირავებული სახლებისა და დუქნების თაობაზე. გამოსცა ერეკლე II-მ ქალაქის მოხელეთა "თანდასწრებით", ითვალისწინებდა სახლის დამგირავებლის ვალის შემცირებას 1/4-ით. დამწვარი დაგირავებული დუქანი მოგირავნეს (კრედიტორს) უნდა აღედგინა, ხოლო დამგირავებელს სესხი სრულად გაესტუმრებინა. კანონი ხელს უწყობდა ქალაქის აღორძინებას.

წყარო: "საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთ დროთა შემოღებულნი სჯულნი", .12, ი. დოლიძის გამოც., მის წგ.: საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960. დ. ფურცელაძე