გირგოლავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ს. გირგოლავა.

სიმონ სიმონის ძე (14. II. 1881, თბილისი, – 25. I. 1957, ლენინგრადი), სამხედრო ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1943), სსრკ მედ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1944), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1943), სსრკ მეცნ. დამს. მოღვაწე (1945). 1904 დაამთავრა პეტერბ. სამხ.- სამედ. აკადემია. ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, 1919–37 იყო ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სამხ.-სამედ. აკად. ზოგადი ქირურგიის, 1937–57 – ამავე აკად. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის უფროსი, 1932-იდან – ლენინგრადის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინ-ტის სამეცნ. ხელმძღვანელი. მისი შრომები ეძღვნება უმთავრესად ნეიროქირურგიის, ქირურგ., ენდოკრინოლოგიის, ონკოლოგიის და სხვა პრობლემებს. მანვე დაამუშავა ჭრილობების კლასიფიკაცია. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭ. არმიის მთ. ქირურგის მოადგილე (1941–45). 1942 მიენიჭა სამედ. სამსახურის გენ.-მ. წოდება. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით.

თხზ .: Отморожение, Л., 1940; Учебник частной хирургии, 2 изд., т. 1–2, М., 1944; Огнестрельная рана, Л., 1956.

ლიტ .: Ш е й н и с В. Н., Памяти С.С. Гирголава, «Вестник хирургии», 1957, т. 79, №8. ლ. დოლიძე.