გიუნაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯ. გიუნაშვილი.

ჯემშიდ შალვას ძე [დ. 1. V. 1931, თეირანი (ირანი)], ენათმეცნიერი, ირანისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), დიპლომატი. დაიბადა ემიგრანტ შალვა გიუნაშვილის ოჯახში. 1947 რეპატრიაციის წესით საქართველოში ჩამოსული გ-ის ოჯახი საბჭ. ხელისუფლებამ ყაზახეთში გადაასახლა (1951–55). გადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ გ. ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას ტაშკენტის უნ-ტში (1956–58), შემდეგ თსუ-ში (1958–94), ენათმეცნ. ინ-ტში (1958–60), აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტში (დაარსებიდან – 1994-მდე) და აზიისა და აფრ. ინ-ტში (1991–94). 1994-იდან 2004 მაისამდე გ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. 2004 ივნისიდან განაგრძობს ფართო სამეცნ. და საზ. მოღვაწეობას. მისი კვლევის სფეროა ირან. ენათმეცნიერება და ფილოლოგია. ავტორია მრავალი შრომისა, რ-თაგან საერთო აღიარება მოუპოვა სპარს. ენის ფონეტიკასა და ფონოლოგიაში, აგრეთვე ლექსიკოლოგიასა და ტექსტოლოგიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა. ირანის საზ-ბის სხვადასხვა ფენებში, მ. შ. ფერეიდნელთა შორის, ეწევა ქართ. ენის, ლიტრის, კულტურის, საქართვ. ისტორიის პოპულარიზაციას. გ-ის უშუალო მონაწილეობითა და რედაქტორობით საქართვ. საელჩომ გამოსცა ფარშიდ დელშადის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" სრული ტექსტი (პირველად სპარსულ ენაზე, თეირანი, 1998), ხოლო გილანის უნ-ტმა – ლ. გეგუჩაძის "ქართული ენა სპარსულენოვანთათვის" (ფარდინ ქომაის თარგმანი, რაშთი, 2004). გ. არის "ევროპის ირანისტების საზოგადოების" წევრი (1998) და "საქართველო- ირანის სამეცნიეროკულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების" დამფუძნებელი და თავ-რე (1994).

თხზ.: "თარიხ-ე სისტანის" თბილისური ნუსხა, თბ., 1971; სპარსული ენის სახელმძღვანელო, თბ., 1987; ფერეიდნელის ოროველა, თბ., 2003; Фонетика персидского языка, Тб., 1964 (თანაავტ. შ. გაფრინდაშვილი); Система фонем литературного персидского языка, «თსუ შრომები», 1965, ტ. 116; Филологические заметки, თб., 1978; 1978; Concerning Georgian-Persian Bilingualism. Bilingualism in Iranian Cultures, Bamberg, 1992; Concerning the Textological Value of Evidence of the Historical Geography of Iran, «Proceedings of second European Conference of Iranian Studies», Rome, 1995; Georgian–Iranian Studies, Tbilisi–Tehran, 1997; Georgian Efforts Aimed at National stability and security, «Central Asia and the Caucasus Review», # 42, Tehran, 2003. გ. ჩიქოვანი.