გიუტაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რ. გ ი უ ტ ა შ ვ ი ლ ი ევერესტის მწვერვალზე საქართველოს დროშით.

რომან ივანეს ძე (დ. 11.V. 1937, თბილისი), სპორტსმენი (მთამსვლელი). სსრკ სპორტის ოსტატი (1966). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1960). არის მრავალი ექსპედიციის მონაწილე (მათ შორის მ. ხერგიანთან ერთად) როგორც მაშველი და ინსტრუქტორი. საერთაშ. ექსპედიციის შემადგენლობასთან ერთად (10. IX. 1991) დალაშქრა ევერესტი (მეწყვილე დ. მაზური, აშშ). გ. პირველი ქართველი მთამსვლელია, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ავიდა, მსოფლიოში კი 394-ე. მრავალჯერ დალაშქრა კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის), ლენინისა (2006-იდან იბნსინას) და კორჟენევსკაიას პიკები. "თოვლის ჯიქი" (1989). არის მრავალი ასვლის ხელმძღვანელი ტიან-შანსა და პამირის მთებში. ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში. არის რუსეთის ალპინიზმის ფედერ. საკვალიფიკაციო კომისიის მუდმივი წევრი.