გიშერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა თ ი, წიაღისეული ნახშირის სახესხვაობა. აქვს შავი ფერი, მქრქალია (საღ მონატეხზე – ელვარე). ახასიათებს სიბლანტე და ნიჟარისებრი მონატეხი. სისალე მინერალოგიური სკალით 3–3,5; სიმკვრივე დაახლ. 1300–1400 კგ /მ 3 . წარმოიქმნება მეზოზოური ან კაინოზოური ასაკის ზღვიურ შლამში მერქნის მეტამორფიზმის შედეგად. გვხვდება დანაგროვების ან ცალკეული ნატეხების სახით ქვიშაქვებში, მერგელებსა და სუსტად მეტამორფიზებულ ქვანახშირში ან მურა ნახშირში. იყენებენ უმთავრესად სამკაულების დასამზადებლად. საქართველოში გ-ის საბადოები განლაგებულია იურული ასაკის ნახშირიან წყებაში (გელათისა და ძიროვნის საბადოები; ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). თ. მგელიაშვილი .